სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''მიხარია, რომ ''ეტალონში'' მონაწილეობის შანსი მომეცა'' - დღეს ''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
16-05-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება. 
  
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს.


ინტელექტ-შეჯიბრში მთაწმინდის რაიონის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ''ეტალონისგან'' სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეები თავიანთ განწყობასა და ემოციებს გვიზიარებენ.

მარიამ გოგინაშვილი, თბილისის N53 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე:

''არ ვნერვიულობ, გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული. დიდი ხანია, ვუყურებ ''ეტალონს'' და სულ მინდოდა მასში მონაწილეობა. მიხარია, რომ ეს შანსი მომეცა.''

ანა ბოკერია, თბილისის N51 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე:

''ძალიან ვნერვიულობ, გამარჯვების დიდი იმედი მაქვს. ჩემთვის ''ეტალონში'' მონაწილეობა ძალიან ღირებულია.''

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
 
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.






















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება