სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყურის საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგები ღირსეულად გააცილა
11-10-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგები - ქეთევან დუგლაძე, ნათელა სამსონიძე, სირანუშ მანუკიანი, ცისანა გელაძე და ნორა ივანიძე ღირსეულად გააცილა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლაში ულამაზესი ღონისძიება ჩატარდა.

„სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები სიყვარულით და პატივისცემით უხდიდნენ მადლობას ღირსეული თაობების აღზრდაში გაწეული ამაგისა და შრომისთვის ქალბატონ ქეთევან დუგლაძეს, ქალბატონ ნათელა სამსონიძეს, ქალბატონ სირანუშ მანუკიანს, ქალბატონ ცისანა გელაძეს, ქალბატონ ნორა ივანიძეს.

უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაფასებულად და ღირსეულად გავიდა პროფესიიდან!

უდიდესია მათი წვლილი ღირსეული თაობების აღზრდაში! მადლობა თქვენი შრომისთვის!

მასწავლებელის პროფესია მუდამ დაფასებულია აღზრდილების მხრიდან - იქნები თუ არ იქნები პროფესიაში! სიცოცხლის ბოლომდე მასწავლებელი ხარ...

მადლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ქეთევან პარუნაშვილს, ღონისძიების ორგანიზებისთვის და მხარდაჭერისთვის. მადლობა სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის თითოეულ თანამშრომელს ულამაზესი ღონისძიებისთვის!“,- ნათქვამია  სკოლის წარმომადგენლის განცხადებაში.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ღირსეული ნაბიჯი არასდროს გადადგმულა და ეს აღიარება საპენსიო ჯილდოზე გასული პედაგოგებისთვის მოულოდნელი და მნიშვნელოვანია. ასევე ეს პრეცედენტი არის მნიშვნელოვანი სტიმული იმ მოქმედი და მომავალი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ ურთულესი პროფესიის გზას ადგანან.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება