სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამას ''eTwinning Plus'' 250 მასწავლებელი შეუერთდა
08-05-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „eTwinning plus” მონაწილეთა რაოდენობა კიდევ 250 მასწავლებლით გაიზარდა.

ახლადდარეგისტრირებულ მასწავლებლებთან ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, პროგრამის კოორდინატორმა მასწავლებლებს პროგრამის ონლაინ პორტალზე მუშაობის სპეციფიკა, წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე სიახლეები გააცნო. 

ასევე, ისაუბრა პროგრამის სარგებელზე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის და მის კავშირზე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის ტრენერ-ამბასადორები, რომლებმაც პედაგოგებს გაუზიარეს პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება, გააცნეს წარმატებული პროექტები და ისაუბრეს იმ გზებზე და ინსტრუმენტებზე, რომლების დაეხმარათ პროექტების ეფექტიანად განხორციელებაში. ასევე, გააცნეს ხარისხის ნიშნის მოსაპოვებელი კრიტერიუმები და პრაქტიკული მაგალითები.

„პროგრამის მონაწილეთა ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობა - 600 მასწავლებელი წელს პირველად დაფიქსირდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მისგან მიღებული სარგებელი მასწავლებლებისთვის თვალსაჩინოა და შესაბამისად, დაინტერესებაც მეტია“ - განაცხადა პროგრამის კოორდინატორმა, ხატია მატკავამ.

აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამამ პირველად დაიწყო ონლაინ-ტრენინგების განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს პორტალის დახმარებით, სახლიდანვე შეუძლია ტრენინგის გავლა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" (eTwinning Plus) 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება