სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში ცოდნის ზარი დაირეკა
17-09-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ეზოში გამართულ ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება, თემის წევრები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. სკოლის დირექტორმა, ინგა მიქელაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები  უსურვა.

„სკოლა ცოდნის წყაროა. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს: „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა სიმდიდრე, რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუნაწილო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება. სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ.“

ცოდნის დღეს ცოდნის ზარი დაირეკა სავანეთის საჯარო სკოლაში. სკოლის ეზოში გამართულ ზეიმს დაესწრო სასკოლო საზოგადოება: თემის წევრები, მშობლები, მოსწავლეები. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ინგა მიქელაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ცოდნის დასაუფლებლად მოვიდნენ სავანეთის საჯარო სკოლაში პიველკლასელები: დაბნეულნი, გაოცებულნი, რომელთაც სიხარულის სხივი უციმციმებდათ თვალებში, ათვალიერებდნენ სკოლას, შიშის გრძნობა ეუფლებოდათ, რადგან ბავშვობას ეთხოვებოდნენ. სკოლის ღონისძიების ჩატარების შემდეგ მეთორმეტე კლასელები გაუძღვნენ პირველ კლასელებს საკლასო ოთახებში, მათ ჟრიამულით შეირბინეს კლასში, სადაც დახვდათ წიგნები. კლასის ხელმძღვანელმა პირველკლასელებს სიახლეები გააცნო. ესაუბრა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე და ღირეულებებზე, რომელიც ცხოვრების დიდ გზაზე გამოადგებათ.

ილიას სიტყვებს მოვიშველიებ: „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ გაათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს.“ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველკლასელებო! გისურვებთ წინსვლას, წარმატებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება