სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

როგორ მოვუაროთ ბრეკეტებს?- რჩევები სპეციალისტისგან
14-09-2019
-
+


არასწორი თანკბილვის მკურნალობა დღესდღეობით ბრეკეტების გარეშე წარმოუდგენელია. თანამედროვე მსოფლიოში ბრეკეტები კბილების გასწორების საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.

რომელ ასაკშია უფრო ეფექტური ბრეკეტების გამოყენება? დაახლოებით რა დრო სჭირდება კბილების გასწორებას და როგორ უნდა მოვუაროთ ბრეკეტებს? - ამ თემებზე ETALONI.GE ორთოდონტ ჯაბა ადამიას ესაუბრა.

- რომელ ასაკშია უფრო ეფექტური კბილების გასწორება?

- გოგონები უფრო ადრე ვითარდებიან, ვიდრე ბიჭები. შესაბამისად, გამოხატული აქსელერანტის შემთხვევაში (სწრაფი ზრდა), 10-11 წლის ასაკშიც ეფექტურია კბილების გასწორება. ბიჭების შემთხვევაში ბრეკეტების გაკეთება 11-12  წლის ასაკშია ეფექტური.

- რა შემთხვევაში არ არის სასურველი ბრეკეტების გაკეთება?

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ერთად შეთანხმებული მკურნალობა. გარდა ამისა, თუ ცხვირით სუნთქვა დარღვეულია, მკურნალობის პროცესი საკმაოდ პრობლემატურია, რადგან პირი ღიაა, ენა ქვედა ყბაზე დევს, ლოყის კუნთები დაჭიმულია და ვიღებთ საპირისპირო დატვირთვას. ამ შემთხვევაში შესაძლოა გართულებული შედეგი მივიღოთ.

- დაახლოებით რა დრო სჭირდება კბილების გასწორებას მოზარდობის ასაკში?

- მოზარდობის ასაკში ძვალი უფრო დამყოლია, ორგანიზმი კი ბევრად ჯანმრთელი. თუ მოზარდი ითვალისწინებს ექიმის რეკომენდაციებს, შესაძლოა შედეგი 5-6 თვეში მივიღოთ, თუმცა შედეგი ანომალიის სირთულეზეც არის დამოკიდებული.

- და როგორ უნდა ავირჩიოთ ბრეკეტები სწორად?

- ბრეკეტების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომლებსაც ექიმი ირჩევს. საერთოდ, მეტალის ბრეკეტი ყველაზე ეფექტური სისტემაა სამუშაოდ. რასაც მეტალის ბრეკეტი ასწორებს, იმას ლინგვალური ბრეკეტი და კაპას სისტემა ვერ გაასწორებს. ლინგვალური ბრეკეტი და გამჭირვალე კაპები მხოლოდ მსუბუქი სირთულეების შემთხვევებს ერევა. როდესაც მკურნალობის ხანგრძლივობა დიდია, ანომალიის სირთულე კი მაღალი, მკურნალობის პროცესში გამჭირვალე ბრეკეტსაც (კერამიკული და საფირის ბრეკეტები) ვერ ვიყენებთ.

- რა გართულებები შეიძლება ახლავდეს თან ბრეკეტის ტარებას?

- ბრეკეტი საკმაოდ მძიმე აპარატია და ძვალში დიდ დატვირთვებს იწვევს, მთელი პროცესები არა კბილში, არამედ ძვალში მიმდინარეობს. ძვალში არასწორად განვითარებულ პროცესებს კი ბევრი გართულება ახლავს თან. გარდა ამისა, ბრეკეტი დიდ დატვირთვას ახორციელებს თანკბილვის ანომალიების კორექტირების დროს. სწორედ ამ შემთხვევაში ბრეკეტების მეშვეობით ხდება სახსართან ურთიერთობა. ბრეკეტი სახსართან მიმართებაშიც დიდ გართულებებს იწვევს.

- დაბოლოს, რას ურჩევთ მოზარდებს ბრეკეტების მოვლასთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში, აუცილებლად გამოიყენონ სპეციალური ჯაგრისი. გარდა ამისა, ყოველი ჭამის შემდეგ სავალდებულოა ნადების საწინააღმდეგო სავლებების გამოვლებაც. ბრეკეტის გაწმენდა ჩვეულებრივი ჯაგრისითაც შეიძლება და სპეციალურითაც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება