სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„izrune.ge საშვილიშვილო პროექტია“- „წიგნიერების დღის“ კითხვების ავტორები
13-09-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge მოსწავლეებისთვის საინტერესო სიახლეების შესათავაზებლად ყოველდღე აქტიურად მუშაობს. პორტალი მოსწავლეებს ყოველი თვის მეორე ხუთშაბათს „წიგნიერების დღის“ ტესტებს სთავაზობს.

„წიგნიერების დღეს“ მოსწავლეები კითხვებს წინასწარ შერჩეული კლასგარეშე ლიტერატურიდან მიიღებენ. ამ დღისთვის მე-12 კლასელებს ლიტერატურული თავგადასავალი გამორჩეული სკოლის განსაკუთრებით აქტიურმა პედაგოგებმა მოუმზადეს - ეს თბილისის 94-ე საჯარო სკოლა და მისი პედაგოგების გუნდია.

„წიგნიერების დღის“ კითხვების შექმნის პროცესთან დაკავშირებით izrune.ge  თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო გახარიას, ესაუბრა. პირველივე „წიგნიერების დღეს“ izrune.ge-ში ჩართული მე-12 კლასელების მხრიდან უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

- ქალბატონო ნინო, რა პრინციპით შეარჩიეთ პედაგოგები, რომლებმაც „წიგნიერების დღის“ ფარგლებში მე-12 კლასელებისთვის მოამზადეს კითხვები?

- სკოლაში 15 ფილოლოგი მყავს და 15-ვე უფროსი მასწავლებელია. მათგან რამდენიმე უკვე წამყვანი მასწავლებელი ხდება სექტემბრის თვეში. შესაბამისად, შერჩევის კონკრეტული პრინციპი არ მქონია, რადგან ვიცოდი, ამ საქმეს პროფესიონალებს ვანდობდი. დროის ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, თორემ არჩევანის გაკეთება არ გამიჭირდებოდა.

კითხვებზე დაახლოებით 7-8 მასწავლებელი მუშაობდა. შევარჩიე ისეთი პედაგოგები, რომლებსაც VII-XII კლასებთან ჰქონდათ საათები და ისეთები, ვისაც შეეძლო არაფორმალური განათლებისთვის მეტი დრო გამოენახა.

- პედაგოგებისთვის რამდენად საინტერესო იყო ამ შეკითხვებზე მუშაობა? 

- ჩვენმა ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა კარგად იციან izrune.ge როგორი საშვილიშვილო პროექტია. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სასკოლო საზოგადოებას პროექტის მიზნები თვითონ გააცნო. იმ დღიდან მოყოლებული, მასწავლებლებმა იციან, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. როგორც კი ვუთხარი, რომ წიგნიერებასთან დაკავშირებით ახალი პროექტი უნდა დაწყებულიყო, აბსოლუტურად ენთუზიაზმის დონეზე ამყვნენ, რადგან ​ ახალი საქმის კეთების და ცვლილებების არასდროს ეშინიათ. პირიქით, ყველა კარგ საქმეს შემოქმედებითად უდგებიან. 

- რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა, რომლებიც თქვენი სკოლის პედაგოგების მიერ შედგენილ კითხვებს გაივლიან?

- პედაგოგებმა კითხვების შედგენის დროს აქცენტი გააკეთეს როგორც შინაარსობრივ მხარეზე, ასევე გააზრებაზეც, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც ნაწარმოებში ხვდებათ და მასალებს სიღრმისეულად უნდა ჩაწვდნენ. ჩვენმა პედაგოგებმა ნამდვილად კარგად იმუშავეს და მიხარია.

- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს წიგნიერებას ბავშვის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში?

- დღეს მედიაწიგნიერება საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ განვიცდით და რასაც ბავშვებიც განიცდიან წიგნის კითხვის დროს, აბსოლუტურად სხვაა. მეტი სულიერებაა, როდესაც წიგნს კითხულობ. 

ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, მათ არ უარვყოფთ, მაგრამ რასაც სულიერი წვდომა ჰქვია, მაინც წიგნის კითხვის დროს იბადება. ძალიან მაგარი პროექტია  ბავშვებისთვის, რომლებიც მოცილებულები არიან ამ პროცესს. მისასალმებელია, რომ სწორედ „ეტალონმა“ შეძლო ამის გაკეთება.

- თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა მოსწავლემ  izrune.ge-ს შესაძლებლობების გამოყენებით?

- მიმაჩნია, რომ „ეტალონმა“ ბავშვები წიგნებისკენ მიაბრუნა და izrune.ge კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამისთვის. პროექტში ​ ძალიან ბევრი მოსწავლეა ჩართული და როდესაც  „წიგნიერების დღეც“ დაემატა, ძალით თუ ნებით, ბავშვები წიგნისკენ კიდევ უფრო მიტრიალდნენ. 

- ახალი სასწავლო წლისთვის რა გეგმები გაქვთ სკოლაში? რას უსურვებთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?

- ჩვენი სკოლა კონტიგენტით მზარდია და ინფრასტრუქტურის კუთხით გვიჭირს. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებსაც სკოლის სამცვლიანობა იწვევს, სასკოლო საზოგადოების მთელი შემადგენლობა მზად არის, ახალ სასწავლო წელს ახალი იდეებით შეხვდეს.

გვინდა მეტი ყურადღება გავამახვილოთ არაფორმალურ განათლებაზე. სკოლაში ხუთი კლუბი მოქმედებს. ესენია: „პატარა მკითხველთა კლუბი“, კლუბი „წიგნიერი“,, მათემატიკის კლუბი „უსასრულობა“, ქართული ენის სიწმინდის დაცვის კლუბი „ლაზარე“ და "გოეთეს" კლუბი. ყველა კლუბი მაქსიმალურად კარგად მუშაობს და მოსწავლეებს​ არაფორმალურ განათლებაში რთავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი მოსწავლე შემობრუნდეს სკოლისკენ.

ვფიქრობთ, ხარისხიანი განათლების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პროექტებით სწავლება. ვინაიდან ჩემი მოადგილეც ხარისხის მართვას უზრუნველყოფს და მეც „ახალი სკოლის მოდელში“ ვარ ჩართული, როგორც ლიდერობის ექსპერტი, ვფიქრობთ, რომ პროექტებით სწავლება ერთობლივად უზრუნველვყოთ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე არაფორმალურ განათლებაშიც.

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ყველა სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რამდენწლიანი პედაგოგიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს წამყვან პროფესორს

სკოლებში რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის/ჩარიცხვის ვადები განსხვავებულია

სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე იმსჯელებენ

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

განახლდა მაგისტრატურაზე მისაღებია ადგილების და პროგრამების ჩამონათვალი

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი საუბრობს იმ უნარებსა და გარემოებებზე, რომლებიც მოსწავლის წარმატების საფუძველს ქმნის

სკოლები

სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება