სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

შიდა ქართლში მცხოვრებ მოსწავლეებს „ეტალონი“ izrune.ge-ს ტესტებს ჩუქნის
09-09-2019
-
+


შიდა ქართლში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს „ეტალონი-მედია ჯგუფი“, 5 თვის განმავლობაში, izrune.ge-ს​ ტესტების უფასოდ გავლის შესაძლებლობას აძლევს. შესაბამის მემორანდუმს ეტალონის და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს ხელი.  

გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ყველა სოფლის აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს საშუალება მიეცემა, 5 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ჩაერთოს izrune.ge-ში, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ - მშობელს/ოჯახს ინტერნეტით მიუვა მისი შვილისთვის მომზადებული უნიკალური, ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული საკლასო ტესტი.  

izrune.ge მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტია, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა. 

საიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის აღზრდა-განათლების პროცესში.

Izrune.ge-ზე ​სასკოლო საგნების მიხედვით შედგენილი ინდივიდუალური სავარჯიშო ტესტები მოსწავლეებისთვის ყოველ ხუთშაბათს იქნება ხელმისაწვდომი. შემაჯამებელი ტესტის გავლას კი, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე ზრუნვის დღეს“ შეძლებენ.

ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“. ამ დღეს მოსწავლეები შეკითხვებს წინასწარ შერჩეული კლასიკური ნაწარმოებებიდან მიიღებენ. 

საიტზე ყოველი მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებას - გზა ევროპისკენ“ მიეძღვნება. Izrune.ge-ზე მოსწავლეებისთვის ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი ინდივიდუალური ტესტი მზადდება.

საიტზე დარეგისტრირება მშობლებსა და შვილებს მარტივი პროცედურის გავლით შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კლასის დამრიგებელს, სკოლის დირექტორს ან რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 577 000 197; 577 68 32 32


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება