სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტებისთვის გამოცდებში მიღებული შედეგების გასაჩივრების ვადა დღეს იწურება - პროცედურები
13-08-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია, აბიტურიენტებს კი საშუალება აქვთ სააპელაციო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 13 აგვისტოს 18:00 საათამდე. სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს დაიწყო.
 
სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. 
 
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
 
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია: 

  • აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა)  ნომერი.
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“ და დაიწყოთ იმ გამოცდების მონიშვნა, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ.
  • საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. 
  • თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
  • გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.
აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
 
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
 
1. ცენტრის ვებგვერდიდან იხილეთ ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებ-გვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. "საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. "საქართველოს ბანკის" ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
 
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
 
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადაგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
 
აბიტურიენტს, რომელიც  7 აგვისტოს 10:00 საათიდან 13 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება აპლიკანტის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

ასევე იხილეთ: სკალირების შედეგად ვის მოემატება ქულა? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს პასუხობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება