| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, უკვე რამდენიმე თვეა, სკოლას ოთხფეხა მეგობრები შემოეჩვივნენ. სკოლამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მათზე ზრუნვა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნიეს და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ცხოველების თავშესაფარზე იზრუნეს.
„ერთგული და მოსიყვარულე ცუგოები სკოლის ჭიშკართან ალერსით გვეგებებიან და სკოლის კარამდე გვაცილებენ. ბევრს მათთვის ნუგბარიც მოაქვს სახლიდან. ისინი ჩვენი ეზოს ნამდვილი დარაჯები და ყოველდღიურობის საყვარელი თანამგზავრები გახდნენ.
ამინდის აცივებასთან ერთად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ერთი საზრუნავი გაგვიჩნდა: ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს წვიმისა და სიცივისგან დასაცავი თავშესაფარი არ ჰქონდათ. ნაძვის ხის ქვეშ, პატარა მშრალ ადგილას აფარებდნენ თავს...
ამიტომ დახმარებისთვის ქალაქის დასუფთავების სამსახურს მივმართეთ. ჩვენი თხოვნა გულთან მიიტანეს და ოპერატიულად მოგვაწოდეს სახლი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
დიდი მადლობა დასუფთავების სამსახურის უფროსს, ბატონ მამუკა მახათაძეს და მის თანამშრომლებს გულისხმიერებისთვის, თანადგომისა და კეთილი საქმისთვის!
ახლა, წვიმიან და ცივ ამინდში, ჩვენს ცუგოებს თავშესაფარი აქვთ, ჩვენ კი კიდევ ერთი სასიხარულო მიზეზი - დავინახოთ, როგორ შეუძლია ადამიანურ თანაგრძნობასა და ერთობლივ ზრუნვას გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა.
„ანაბასისში“ გვჯერა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის. ეს არის სიკეთის კეთება, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა და ზრუნვა მათზე, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება - მათ შორის, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზეც.
ვზრდით არა მხოლოდ მცოდნე, არამედ გულისხმიერ და პასუხისმგებლიან ადამიანებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საგნობრივ განათლებასთან ერთად ემპათიას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას