სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკალირების შედეგად ვის მოემატება ქულა? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს პასუხობს
04-08-2019
-
+


„აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას იღებენ ის აბიტურიენტები, რომელთაც გამსვლელი „ნედლი“ ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა.

ქულათა გათანაბრების შემდეგ კი ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად, ხდება ქულების სკალირება და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა“, - ნათქვამია  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვის ეხება სკალირება? - როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სკალირება ეხება მხოლოდ მათ, ვინც გათანაბრების შედეგად გამსვლელი ქულა მოიპოვეს.

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები მიმდინარე წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა. ქულათა გათანაბრების შედეგად კი ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:

I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;
III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.

შესაბამისად, თუ აბიტურიენტმა აღნიშნულ ქულებზე ნაკლები მიიღო, ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშა, ვერ მიიღებს სკალირების პროცესში მონაწილეობას და არც ქულა მოემატება.

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდა 35 440 აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 12,9%-მა ვერ გადალახა. ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით, ჯამში, საგამოცდო პროცესს 4,571 აბიტურიენტი გამოეთიშა.

Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ დეტალურად 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდს და ამ საკითხის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს.

აქვე გეტყვით, რომ სკალირებული ქულები საბოლოო შედეგებთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის I და III ვარიანტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარმა დაიწია

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულა? - სტატისტიკური მონაცემები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება