სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 პროდუქტი, რომლებიც ბავშვებისთვის სასარგებლოდ შეცდომით ითვლება
23-07-2019
-
+


ჩიფსებისა და ფასტფუდის მავნებლობის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ არის პროდუქტები, რომელსაც დედების უმეტესობა სასარგებლოდ თვლის, სინამდვილეში კი უკეთესია ისინი ბავშვის მენიუდან ამოვიღოთ ან რაოდენობა შევზღუდოთ.

დიეტოლოგები ასახელებენ პროდუქტებს, რომლებსაც ბავშვებისთვის სასარგებლოდ შეცდომით თვლიან.

მანის ფაფა

მანი დიდი ხნის განმავლობაში ბავშთა კვების ძირითადი პროდუქტების სიაში შედიოდა, ითვლებოდა, რომ ძალიან წმინდად დაღერღილი მარცვლეული - ყველაზე სასარგებლოა. ახლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ რატომღაც მაინც ვაგრძელებთ ბავშვების მანის ფაფით გამოკვებას. 

დიეტოლოგთა უმრავლესობა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში მის მოხმარებას კრძალავს, სამ წლამდე ბავშვებისთვის კი ზღუდავს. მანის ბურღული წმინდად დაღერღილი ხორბალია, რომელიც მთელ ბოჭკოვანას კარგავს და მასში მხოლოდ ნახშირწყლები რჩება. 

როგორ მოვიქცეთ: მოუმზადეთ ბავშვს სხვა მარცვლეული - წიწიბურა, სიმინდი, შვრია, ბრინჯი. მანის მიცემა, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ ის ბავშვს ძალიან უყვარს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის სასარგებლო საკვები არ არის.

წვენები (ახალგამოწურულიც კი)



დაფასოებული წვენი ეს არის წყალი, რომელსაც ნახშირწყლები დაამატეს. მას არ აქვს ბოჭკოვანა, რის გამოც ჩვენ ხილს ვაფასებთ და არ შეიცავს С ვიტამინსაც. თუ წვენს თავად ამზადებთ, ვიტამინებს ის ინარჩუნებს (დაწურვის მომენტიდან არაუმეტეს ნახევარი საათისა), მაგრამ ორი შეჭმული ფორთოხლისა და მისი წვენის დალევისგან მიღებული სარგებელი სხვადასხვაგვარია. წვენში ხვდება ყველა კალორია რომელსაც ხილი შეიცავს, ძვირფასი ბოჭკოვანა კი საწურში რჩება. ბავშვი ერთდროულად ორ ფორთოხალს ვერ შეჭამს, სამაგიეროდ მათ წვენს მარტივად დალევს. წვენი მადას აღძრავს, რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვმა კარგად მიირთვა, ჭიქა წვენის დალევის შემდეგ ის ჭამას კვლავ მოინდომებს.

როგორ მოვიქცეთ: წყურვილის მოსაკლავად ბავშვს წყალი და სახლის ლიმონათი მიეცით. ჩაყარეთ წყალში ხილის ნაჭრები და ის შესთავაზეთ. წვენის ნაცვლად კი ხილი მიეცით. თუ ბავშვს წვენები ძალიან უყვარს და ზედმეტი წონა არ აწუხებს, კვირაში რამდენჯერმე სასმელის გარკვეული რაოდენობის მიცემა შეიძლება. 

ქარხნული წარმოების იოგურტი



ნატურალური იოგურტი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ იოგურტს თითქმის არავინ ჭამს. ბავშვები უპირატესობას ქარხნული წარმოების მარწყვის ან ტროპიკული ხილის იოგურტებს ანიჭებენ, რომლებიც შაქრის დიდ რაოდენობას შეიცავენ. 

ასეთი იოგურტები, რომლებსაც სასარგებლოდ წარმოაჩენენ, დიდი ოდენობის კალორიას შეიცავს, ხშირად იმაზე მეტსაც კი ვიდრე ნაყინის ერთი ულუფა და თითქმის შოკოლადის ბატონს უტოლდება. 

როგორ მოვიქცეთ: იოგურტი თავად მოამზადეთ. გემოვნებისთვის კი მასში ცოცხალი ხილი დაამატეთ.

ზეითუნის ზეთი (და სხვა მცენარეული ზეთები)



როდესაც ქოლესტერინის შემცველობის გამო კარაქის „დევნა“ დაიწყო, ბევრმა დედამ იგი ზეითუნის ზეთით და სხვა მცენარეული ზეთებით ჩაანაცვლა. მაგრამ მათ ავიწყდებოდათ, რომ 10 გრამ მცენარეულ ზეთში დაახლოებით 90 კკალ-ია. დათვალეთ, რამდენი კოვზ ზეთს ასხამთ ბოსტნეულის სალათს, ფაფას ან ტაფას როდესაც რაიმეს წვავთ. შედეგად ბავშვი თქვენთვის შეუმჩნევლად ყოველდღიურად ცხიმის დიდ ულუფას იღებს, შემდეგ სვამთ კითხვას: რატომ ჭამს ბავშვი მხოლოდ სასარგებლოს და მაინც სუქდება?

როგორ მოვიქცეთ: დათვალეთ რამდენ კოვზ ზეთს ამატებთ ბავშვის საკვებს. არაფერი მოხდება, თუ ხანდახან ფაფაში ნაღებს კარაქს ჩადებთ. მასში შემავალი ქოლესტერინი, შესაძლოა ასაკოვანი ადამიანებისთვის მავნებელი იყოს, მაგრამ მოზარდი ორგანიზმისთვის იგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქოლესტერინი აუცილებელია ორგანიზმში უჯრედის მემბრანის ფორმირებისთვის.

ჩირი და თხილეული



რა თქმა უნდა, თხილეულსა და ჩირეულში ბევრი ვიტამინია, მაგრამ მათი კალორიულობა ძალიან მაღალია. იმაზე მეტის ჭამა კი ვიდრე საჭიროა, ძალიან მარტივია. თხილეულის რეკომენდირებული პორცია - 25-30 გრამია დღე-ღამეში. ბავშვისთვის კი ერთ ჯერზე 100 გრამი ნუშის მარცვლის მირთმევა არაფერია, ეს კი დაახლოებით 600 კკალ-ია.

გარდა ამისა, ზოგიერთი ჩირს შესანახად და სასაქონლო სახის მიცემის მიზნით გოგირდის დიოქსიდით ამუშავებენ ან შაქრის სიროფში ავლებენ  - სარგებელი, როგორც თავად ხვდებით, ამაში არაფერია. უკეთესია შესახედავად შეიძინოთ ნაკლებად პრეზენტაბელური, მაგრამ უფრო სასარგებლო ჩირი.

როგორ მოვიქცეთ: ნუ დაუდგამთ ბავშვს წინ ჩირეულისა და თხილეულის თასს, არამედ მიეცით შეზღუდული რაოდენობით. ზაფხულში აჭამეთ ცოცხალი ხილი. თხილეული ამოარჩიეთ არა შემწვარი, მით უფრო მარიანი ან შოკოლადიანი, არამედ მთლიანი სახით.


კომენტარები


სკოლები
ქეთევან ჩიქვანაია ყოველთვის გამოირჩევა პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობით
მოსწავლეებმა დახატეს ნახატები, წაიკითხეს პატრიოტული თემატიკის ლექსები და იმღერეს
სიახლეები
შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ინტერნეტიზაციის პროცესში მთავრობა მიიღებს ეფექტურ გადაწყვეტილებებს
პრემიერ მინისტრი განმარტავს რატომ შეწყდა სკოლებში სასწავლო პროცესი
დადგენილება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით ამოქმედდა და ძალაში 15 ივლისამდეა
კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა
etaloni.ge-სთვის საგანმანათლებლო სფეროს რამდენიმე წარმომადგენლისგან კულუარულად გახდა ცნობილი
საინტერესო
აქტივობები განსაკუთრებით საინტერესო იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის
პიროვნება
„შეიძლება, ჩვეულებრივმა მოკვდავმა ერთი ფრაზით გადმოგვცეს მსოფლიო მოვლენის ტოლფასი სათქმელი“
„რთულია, მორალურად დარჩე ძლიერი ამ ფონზე, მაგრამ ეს საკუთარი პროფესიისა და ბავშვების სიყვარულმა შემაძლებინა“
ეტალონი
შოუ-კონკურსს პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა
Etaloni.ge-ს ცნობადობის და ეფექტიანობის კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩატარდა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფი-მა (PRCG) განახორციელა
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება