სიახლეები
საინტერესო

ბავშვები, რომლებმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს
04-07-2019
-
+


იმისთვის რომ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო, არ არის აუცილებელი იყო ზრდასრული.

etaloni.ge გაგაცნობთ ბავშვებს, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს.

მალალა იუსუფზაი



ახალგაზრდა პაკისტანელი უფლებადამცველი მუსლიმი ქალების და გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის.

2012 წელს ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები სკოლის ავტობუსს დაესხნენ თავს, მალალა თავში მძიმედ დაიჭრა და ლამის დაიღუპა. 2014 წელს 17 წლის მალალა იუსუფზაის ნობელის პრემია მიენიჭა და დღეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გაერო მშვიდობის ელჩია.

ანა ფრანკი



ებრაელი გოგონა მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი წლის განმავლობაში, ოჯახთან ერთად ამსტერდამში სამალავში  ნაცისტურ ტერორის აფარებდა თავს. საბოლოოდ იგი მაინც დაიჭირეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს. ანა 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი - თავისი დღიური, რომელმაც ფაშიზმის სისასტიკეს ახადა ფარდა. ის პირველად ჰოლანდიაში 50-იან წლებში დაიბეჭდა. ნათარგმნია 17 ენაზე და მისი მილიონობით ეგზემპლარი გამოიცა.

სამანტა სმიტი



1983 წელს 10 წლის ამერიკელმა გოგონამ საბჭოთა კავშირის ლიდერს იური ანდროპოვს წერილი მისწერა.

„ძალიან ვღელავ, იმის გამო დაიწყება თუ არ საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული ომი. თქვენ ომის მომხრე ხართ თუ არა? რა თქმა უნდა, ვალდებული არ ხართ მიპასუხოთ, მაგრამ ვისურვებდი მცოდნოდა, რატომ გინდათ დაიპყროთ მთელი მსოფლიო, ან უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა“,- წერდა ანდროპოვს სამანტა.

ანდროპოვმა წერილს უპასუხა და გოგონა ოჯახთან ერთად საბჭოთა კავშირში მიიპატიჟა. სამანტა ჩავიდა როგორც კეთილი ნების ელჩი. ამის შემდეგ სამანტა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, გაჩნდა გამოთქვა - „საბავშვო დიპლომატია“.
სამწუხაროდ, 13 წლის სამანტა ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

იკბალ მასიჰი



როდესაც ბიჭუნა 4 წლის იყო 12 დოლარად მონად გაყიდეს. ხალიჩების მწარმოებელი ფაბრიკიდან გამოქცევა, სადაც დღე-ღამეში 12 საათი მუშაობდა, მან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო. შემდეგ, იგი პაკისტანის მონური შრომისგან გამათავისუფლებელ ფრონტს შეუერთდა და 3000-ზე მეტ ბავშვს მონობისგან თავის დაღწევაში დაეხმარა. იკბალ მასიჰი მონური შრომის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში გამოდიოდა.

იკბალმა მიიღო „პრემია ადამიანის უფლებების ბრძოლისთვის“ და მის დახარჯვას უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აპირებდა, მაგრამ სამწუხაროდ, იგი სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში მოკლეს.

ანოიარა ხათუნი



12 წლის ინდოელი ანოიარა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ - „Save children“ იგი ოჯახური მონობისგან იხსნა. მას შემდეგ გოგონა ორგანიზაციის აქტივისტია და ადრეული ქორწინების პრობლემას, ბავშვებით ვაჭრობას და ბავშვთა შრომას ებრძვის. 18 წლის ანოიარამ უკვე 85 ბავშვი გადაარჩინა, 35 ადრეული ქორწინება აღკვეთა და სკოლებში 200 ბავშვი დააბრუნა.

ისტონ ლაშაპელი

14 წლის ასაკში ისტონმა Lego-ს დეტალებით რობოტის ხელი დაამზადა. შემდეგ კი ბედად 7 წლის გოგონა გაიცნო, რომელსაც დაახლოებით 80000-დოლარიანი ხელის პროთეზი ჰქონდა. ისტონი ღირებულებამ გააოგნა და იაფფასიანი ანალოგის გამოგონებაზე დაფიქრდა.

17 წლის ასაკში მან პროთეზი დაამზადა, რომელსაც ადამიანის ტვინი აკონტროლებს. ახალგაზრდა გამომგონებელმა პროთეზის დეტალები 3D პრინტერზე დაბეჭდა. პროთეზის ღირებულება კი 350$ შეადგინა.

ბოიან სლატი


16 წლის ნიდერლანდელი ბოიან სლატი პლასტიკური ნაგვის პრობლემით დაინტერესდა,  რომელიც ზღვებსა და ოკეანეებს აბინძურებს.

ბოიანმა მოწყობილობა - Ocean Cleanup Array გამოიგონა. პლატფორმები, რომლებიც წყალზე იცურავებენ და ნაგავს მოაგროვებენ.

მოწყობილობამ დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი პრიზი აიღო. ახალგაზრდა გამომგონებელმა კი ოკეანეების გაწმენდის ფონდი შექმნა - The Ocean Cleanup Foundation. პლასტიკურ ნაგავთან საბრძოლველად ფონდმა უკვე 30 მლნ დოლარის შეგროვება შეძლო.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

საგნის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობა და სწავლების მეთოდები - თამარ მახარაშვილმა დეტალებზე ისაუბრა

2026-2027 სასწავლო წელს 8 000-ით ნაკლები პირველკლასელი შევა სკოლაში - სამინისტროს ხარჯი 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, თვითმმართველობების გაიზრდება

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

განათლების სამინისტრო თავად გადაწყვტს რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

წიგნის კითხვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელი სიტყვებიც მოიშველიეს

პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ბავშვებს შეასხსენეს, რომ წიგნი საუკეთესო მეგობარია.

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება