სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ორი ცვლილება, რომელიც 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში შევა - სოფო გორგოძე
02-07-2019
-
+


2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცვლილებები შეეხება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ფორმატი იგივე დარჩება, თუმცა ცვლილებები გამოცდების რაოდენობას და სავალდებულო საგნების ნუსხას შეეხება.

მისივე თქმით, მომავალ წელს დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით  დეტალური ინფორმაცია ცნობილი 2019 წლის ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე გახდება.

„2019 წლის გამოცდები რომ დასრულდება დეტალურად ვიტყვით სიახლეების შესახებ. ახლა რომ რაიმე განცხადება გავაკეთო, ვშიშობ, რომ წლევანდელი აბიტურიენტები შეიძლება შეცდომაში შევიყვანო. გამოცდების ფორმატი მომავალ წელსაც იგივე იქნება და ისევ ცენტრალიზებულად ჩატარდება. ცვლილებები გამოცდების რაოდენობას შეეხება და სავალდებულო საგნების ნუსხაში იქნება ცვლილება“,-განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ წელს ცვლილებები ოთხ საგანს შეეხო.

„სიახლე შეეხო ოთხ საგანს. მცირე ცვლილებებია ფორმატში და ეს ცვლილებები მოცემულია აბიტურიენტების ცნობარში. გარდა ამისა, როგორც აქამდე ვაცხადებდით, გრანტის გაცემის წესში არის ცვლილებები: თუ აბიტურიენტი 2-ზე მეტ არჩევით საგანს ირჩევს, ერთ-ერთში წარუმატებლობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ ის ვერ გამოცხადდება ერთ-ერთ არჩევით გამოცდაზე, ის არ კარგავს გრანტის მიღების შანსს. ეს არის წელს სიახლე“,-განაცხადა სოფო გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება