სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მძიმე პერიოდი გრძელდება - სასწორებისა და ვერძის გარდა კიდევ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუჭირდებათ
24-06-2019
-
+


„ჩვენმა ქვეყანამ კოსმიურ გამოცდას ვერ გავუძელით და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, წინ გვაქვს ორი დაბნელება, მზის და მთვარის, 2 და 17 ივლისს“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი, რომელიც ბოლო ერთი თვის მანძილზე გვაფრთხილებდა, რომ ქვეყანაში პროცესები საკმაოდ მძიმედ განვითარდებოდა.

„არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ სიფრთხილე და წინდახედულება აუცილებელია სამთავრობო წრეებიდან. 2-20 ივლისამდე ძალიან მძიმე პერიოდია, ამიტომ შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით პრინციპით მოიქეცით... ნეგატიური ენერგოველი გრძელდება, 20 ივლისამდე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ერთმანეთს და ქვეყანას...“ - ამბობს ასტროლოგი და ზოდიაქოს ნიშნებისთვის კვირის მიმოხილვას გვთავაზობს.

ვერძს შეიძლება თავის ტკივილები დაეწყოს, ასევე ექნება უძილობის პრობლემა და ტრამვულ-ავარიის ალბათობა.  უაზროდ ფულის ხარჯვის პერიოდი გრძელდება.

კურო იმპულსურია, ეგზალტირებული, თუმცა ენერგოტონუსი უმჯობესდება და შედარებით უკეთესი კვირა ექნებათ, მთავარია არ იჩხუბონ  ოჯახის წევრებთან.

ტყუპებს ამ კვირაში გასავალი უფრო მეტი აქვთ, შემოსავალზე. დივიდენდები, რისი იმედიც ჰქონდათ, არ შესრულდება. შესაძლოა, სამსახურიც დაკარგოს.

კირჩხიბებს ამჯერად ყველაზე მაღალი ენერგოტონუსი აქვთ - ხდებიან აქტიურები, ენერგიულები, ინიციატივიანები, თუმცა, რადგან მძიმე პერიოდია, იმატებს მათ მიმართ მოთხოვნილება, კოსმოსი მოთმინებაზე გამოცდას უწყობთ.

ლომები მშვიდ ცხოვრებისეულ რიტმზე უნდა გადავიდნენ, რადგან მათი დაბადების წინა პერიოდი დაიწყო და აუცილებლად მშვიდად უნდა გაიაროს.

ქალწულებმა თავი შეიკავეთ კრიტიკისგან და საქმეების გარჩევისგან, რადგან თქვენი შენიშვნებით მუდმივად აბეზრებთ ხალხს თავს.

სასწორებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ. ეცადეთ ისე გადაანაწილოთ დრო, რომ ყველაფერი მოასწროთ.

მორიელს მაქსიმალური ყურადღება სჭირდება, წარმატების შანსი და შარმი მატულობს, მის მიმართ იმაზე მეტია მოთხოვნილება, ვიდრე მას წარმოუდგენია.

მშვილდოსნებს თუ რამე გაქვთ გადასახდელი ამ კვირაში, არ დაიტოვოთ ჯარიმები და გადაამოწმეთ.

თხის რქას უნდა რომ შუბლში მიახალოს ადამიანს, რასაც ფიქრობს. ეს კი უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.

მერწყულებს ძალიან უჭირთ, რადგან იძულებულები არიან ისეთი რაღაც აკეთონ, რაც არ უნდათ. ძლიერდება შიდა პროტესტი. ეცადეთ მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი.

 

თევზებს ჯანმრთელობა ემატებათ და ზოგადად კარგი პერიოდი აქვთ, მაგრამ, ნუ გადავარდებიტ ილუიზიებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება