სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მალე სკოლებში ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება, რომლითაც მშობლები შვილებზე ინფორმაციას შეიტყობენ
05-06-2019
-
+


სკოლებში, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოდან ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება, რომლითაც მშობლები შვილებზე ინფორმაციას შეიტყობენ. ამასთან, იგეგმება ელექტრონული ჟურნალის შემოღებაც, რომელშიც ასახული იქნება მოსწავლეების აქტივობა, გაკვეთილზე დასწრებისა და მიღებული შეფასების შესახებ ინფორმაცია.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და ინოვაციური სამსახურის პროექტების მენეჯერი ნინო ეფხოშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ელექტრონული პროგრამის შექმნის ერთ-ერთი მიზანი მშობლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაა.

„პროგრამის შექმნაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. რაც შეეხება ელექტრონული პროგრამის საჭიროებებს, ვინაიდან მშობლებს აქვთ გადატვირთული რეჟიმი და ხშირად ვერ ახერხებენ სკოლაში მისვლას,  გადავწყვიტეთ აღნიშნული პროგრამის შეთავაზება. ამასთან, პარალელურ რეჟიმში იწერება ელექტრონული ჟურნალი. ეს ორი პროექტი გავაერთიანეთ და შეიქმნა მშობლის პლატფორმა.

პროგრამასა და ჟურნალში აღნიშნული იქნება ინფორმაცია თითოეულ მოსწავლეზე. მშობელს კონკრეტულად შეეძლება ნახოს რას აკეთებს მისი შვილი, დაესწრო თუ არა გაკვეთილს, თუ არა დაესწრება მაშინ პროგრამაზე მშობელს მიუვა შეტყობინება და ა.შ. ამასთან, თუ მშობელი შესაბამის ველს გაააქტიურებს, მსგავსი ინფორმაცია ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიუვა. პროგრამას ექნება ორი სახე ერთი ვებ-გვერდის ფორმატის და მეორე აპლიკაციის, როგორც „ანდროიდ“ სისტემისთვის ისე „​აიოს“ სისტემისთვის“, - აღნიშნავს ნინო ეფხოშვილი.

მისივე თქმით, გარდა იმისა რომ მშობლებს შეეძლებათ უკუკავშირი მასწავლებლებთან, დაბალ კლასებში მათ საშუალება ექნებათ დავალებების შესახებაც მიიღონ ინფორმაცია - მასწავლებლები შეძლებენ დავალებები ელექტრონულ ფორმატში ატვირთონ.

„ამასთან, მშობელს შეეძლება შეტყობინება გაუგზავნოს მხოლოდ მასწავლებელს.  სისტემაში იქნება კიდევ ერთი საშინაო დავალების მსგავსი მოდული. განსაკუთრებით დაბალ კლასებში არის პრობლემა, როდესაც ბავშვები პატარები არიან და ვერ მიაქვთ სახლამდე რა აქვთ დავალება და მერე ამას ცალკე  არკვევენ მშობლები ან ბოლომდე ვერ არკვევენ, მოსწავლეები კი არასრულყოფილად ასრულებენ დავალებებს. შესაბამისად, ამ პლატფორმის საშუალებით მასწავლებლები შეძლებენ დავალებები პირდაპირ ატვირთონ ელექტრონულ ფორმატში და მშობლებმა ეს ყველაფერი ნახონ“, - აღნიშნავს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და ინოვაციური სამსახურის პროექტების მენეჯერი.

აღნიშნული პროექტი მანდატურის სამსახურისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ერთობლივი მუშაობის შედეგად ყალიბდება. როგორც etaloni.ge–სთან საუბრისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის იურისტი ეკა მარხვაშვილი აცხადებს, ელექტრონული პროგრამის საშუალებით მშობელს, სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურის სამსახურს და განათლების სამინისტროს ინფორმაციაზე გარკვეული ბმა ექნებათ. 

„ელექტრონულ პროგრამაზე ძირითადი მონახაზი უკვე გაკეთებულია და ვვარაუდობთ, რომ 2019 წლის დეკემბრიდან უკვე მზად გვექნება. ამ ელექტრონულ პროგრამაში საშუალება ექნება მანდატურის და უფლებამოსილ პირს, რომ სკოლაში გამოვლენილი დარღვევის ან სავარაუდო დარღვევების ფაქტები დააფიქსირონ. პროგრამაში აისახება ინფორმაცია თითოეულ დარღვევაზე - რა რეაგირება მოახდინა სკოლამ, მისმა წარმომადგენელმა. ეს პროგრამა მოგვცემს სტატისტიკის წარმოების საშუალებას და ასევე გვექნება იმის საშუალებაც, რომ ბავშვის შესახებ აისახოს ინფორმაცია. ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ პროგრამის საშუალებით მშობელს, სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურის სამსახურს და განათლების სამინისტროს ინფორმაციაზე ჰქონდეთ გარკვეული ბმა და ელექტრონული ფორმით მოხდეს ამ ინფორმაცია გაცვალა“, - აღნიშნავს იურისტ და დასძენს, რომ ელექტრონულ პროგრამაში მშობელს მხოლოდ საკუთარი შვილის შესახებ შეეძლება ინფორმაციის მოპოვება.

„ამ პროგრამაში ჩართული ბავშვის მშობლისთვის მისი შვილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი. ზუსტად როგორ მოხდება ეს, მშობელს თავისი იუზერი ექნება თუ რა, ეს ზუსტად ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა მონახაზი ასეთია“,- აცხადებს ეკა მარხვაშვილი.


კომენტარები


სკოლები
შეხვედრაში განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
სემინარი აქციის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ჩატარდა
სკოლის ინფორმაციით, ზეიმის ორგანიზებაში მთელი ძალისხმევით იყო ჩართული ამავე სკოლის პედაგოგი, მარინა ქობულაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ლაშქრობის მოწყობის იდეას სიხარულით შეხვდნენ
სიახლეები
განათლების რეფორმა რა საკვირველია გაგრძელდება და გაგრძელდება უფრო სწრაფი და კომპლექსური ტემპებით
თუ მასწავლებლობის მაძიებელი წარმატებით ვერ გაივლის მაძიებლობის პერიოდს, სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება უწყდება
საინტერესო
მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ ხალისით საუბრობთ თუ არა?
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
„ეტალონის“ მუნიციპალურმა ტურმა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ, ჩვეული ხარისხით, ჩაიარა
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს  ღონისძიებას, ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
ინტელექტ-ჩემპიონატში აბაშის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
„მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული  დიდი ჭყონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაჭყებიამ მოიპოვა
izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება
საზოგადოება