სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტრენინგ - მოდულზე ''სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება'' რეგისტრაცია ცხადდება
06-04-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგ-მოდულზე ''სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება'' რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა საგნის პრაქტიკოს მასწავლებლებს და იმ კერძო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესის დაგეგმვის ძირითად პრინციპებს, კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებს, გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში განათლების მიზნების ტაქსონომიის მნიშვნელობას და მისი სწორად გამოყენების შესაძლებლობებს. ასევე, პედაგოგები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან და თემთან.

ტრენინგზე რეგისტრაცია ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის, ვინც დარეგისტრირებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.

ტრენინგი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს (4 დღე, დღეში 6 საათი).

ტრენინგზე რეგისტრაცია 13 აპრილის ჩათვლით იწარმოებს.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება