TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლევან იზორიას საჯარო ლექცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში
05-04-2017
-
+


ნატოს კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საჯარო ლექცია წაუკითხა.

მომავალ ოფიცრებთან მინისტრის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 68 წლის იუბილეს სიმბოლურად დაემთხვა.

''ნატოს შეკავების პოლიტიკა და თავდაცვის რეფორმები'' - ლევან იზორიას საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო. საუბრის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი ნატოში გაწევრიანებაა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ აპირებს საქართველო მიზნის მისაღწევად, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გამოწვევებს გაუმკლავდეს. მინისტრი ნატოს არსებობის მანძილზე ორგანიზაციის წინაშე არსებულ ამოცანებსაც შეეხო და აღნიშნულ კონტექსტში ალიანსის ''ღია კარის პოლიტიკაზე'', მეზობელი ქვეყნის მიერ რეგიონში განხორციელებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

ლევან იზორიამ ყურადღება ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მიზნად ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს და ქვეყნის, ასევე ალიანსის წინაშე არსებულ სტრატეგიულ ამოცანებს პასუხობს. ამ კონტექსტში მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა. 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით თავდაცვის სფეროში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსაც შეეხო და განსაკუთრებით გამოყო - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებები, მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC).

თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, რაც პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლევან იზორიამ ყურადღება რეზერვის სისტემის შექმნასა და შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევის აღდგენაზეც გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრის საჯარო ლექციის შემდეგ იუნკერების წინაშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე წარსდგა. მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და საქართველო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, დაწინაურებულ კატეგორიაში მოიხსენა. მინისტრი ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებსაც შეეხო. ვიქტორ დოლიძემ საკუთარი დიპლომატიური გამოცდილებაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით თვისობრივად განსხვავებულ და ახალ ეტაპზე იმყოფება. მან განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს დაუთმო და აღნიშნა, რომ მინისტრის მიერ უწყებაში გადადგმული ნაბიჯები რთული, მაგრამ რევოლუციური და მნიშვნელოვანი იყო.

მინისტრების საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერების შეკითხვები, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელ ფაქტორებს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, სამხედრო-სამოქალაქო განათლების ერთობლიობის მნიშვნელობასა და ვიზალიბერალიცაზიის კონტექსტში მიგრაციის თემას შეეხო.

ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს. საჯარო ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე ერეკლე ჩიგოგიძე და წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრნენ.

მინისტრების უმაღლეს საგანმანათლებლო უწყებაში ვიზიტი ''ნატოს დღეებთან'' იყო დაკავშირებული, რომელიც 2 აპრილს დაიწყო. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით უკვე მეათე წელია იმართება და მიზნად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული - იხილეთ რომელ გამოცდაზე რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა

ზოგად განათლებას სკოლა აღიარებს, ცნობილია იცვლება თუ არა ატესტატის აღიარების წესი

ფულად დახმარებას ოჯახები მიიღებენ... - რა შემთხვევაში განისაზღვრა 1000-დან 5000 ლარამდე თანხა

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი
 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი ნამუშევრები

პროექტის პრაქტიკული ნაწილი სოფლის ტყის დასუფთავებას დაეთმო

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება