სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვმუშაობთ თუ როგორ დავეხმაროთ სკოლებს მასწავლებლის შიდა შეფასებისას“ - რა შეიცვლება 2020 წლისთვის პედაგოგებისთვის
13-05-2019
-
+


„კრედიტქულების სქემა 2020 წლიდან აღარ იქნება, ამასთან, ვმუშაობთ იმაზე თუ როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლებს მასწავლებლების შიდა შეფასებისას“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდები არ არის ერთადერთი გზა სტატუსის მიღწევისთვის, ეს აქამდეც ასე იყო. სქემის რეგულაციები შენარჩუნებულია და 2019 წლის ბოლომდე, ყველა მასწავლებელი, რომელსაც დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომ გადავიდეს სხვა საფეხურზე, განხორციელებული აქვს კონკრეტული აქტივობები და დაგროვებული აქვს კრედიტქულები, გააგრძელებს პროცესს და 2019 წლის ბოლოსთვის ეს სტატუსებზე და ცხადია, ხელფასის ზრდაზე აისახება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ბიუროკრატიის შესამცირებლად იგეგმება კრედიტქულების სისტემის გაუქმება, თუმცა 2019 წლის ბოლომდე პედაგოგებს კრედიტების დაგროვება ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ.

„კრედიტქულების გაუქმება დაანონსდა. ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომლის სახელიც „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების დოკუმენტი“ იქნება და 2020 წლიდან ამოქმედდება. 2019 წლის ბოლომდე კრედიტქულების დაგროვების არსებული სისტემა იმოქმედებს. 2020 წლიდან მასწავლებლებს სხვა ტიპის შესაძლებლობებს შევთავაზებთ, თუ როგორ უნდა აიმაღლონ სტატუსი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ისიც, გამოხატონ სურვილი პირდაპირ მენტორის სტატუსზე და არა - ჯერ წამყვანისა და შემდეგ მენტორის სტატუსზე. ასევე, ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლებს მასწავლებლების შიდა შეფასებისას, რადგან ვფიქრობ, არსებულ სქემაში გასაძლიერებელია სკოლის შიდა შეფასების ელემენტი, რადგან ვიცით, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში სკოლა უკეთესად შეაფასებს მასწავლებელს, ვიდრე გარე დაკვირვება“, - განაცხადა აბულაძემ და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობს სკოლის მიმართულებითაც, რათა სკოლებს მასწავლებლის შიდა შეფასებაში დაეხმაროს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება