სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

რას გულისხმობს საპილოტე პროექტი, რომელიც მანდატურის სამსახურმა მაღალი რისკის მქონე საჯარო სკოლებში დაიწყო
22-04-2019
-
+


მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ყველა ის პირი გადამზადდება, რომელიც სკოლაში მუშაობს.

ამ მიზნით, შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება. პროექტი მოიცავს მოსწავლეებში სოციალიზაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, თანასწორგანმანათლებლობის სისტემის დანერგვას, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.

პროექტის ფარგლებში, მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები, მოსწავლეები. პირველ ეტაპზე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური ცენტრის თანამშრომლების მიერ გადამზადდებიან სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია.

როგორც მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო შატბერაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, პროექტში მონაწილეობას ამ ეტაპზე 4 სკოლა მიიღებს, ხოლო მომავალი სასწავლო წლის ბოლომდე სულ 11 სკოლა იქნება ჩართული. ტრენინგი 5-დღიანია და 15-16 კაცისგან შედგება.

- რომელ სკოლებში განხორციელდება აღნიშნული პროექტი?

- მოვიცავთ თბილისის 3 სკოლას და თითო სკოლას თითო რეგიონიდან. პროექტის განხორციელება დაიწყო თბილისის N48 საჯარო სკოლაში. სასწავლო წლის ბოლომდე, პროექტში თბილისის N162, ბათუმის N8 და გორის N5 სკოლებიც ჩაერთვებიან. 

- რა მიმართულებით გადამზადდებიან სკოლაში მომუშავე პერსონალი?

- გადამზადება ხდება, შემდეგ საკითხებში, თუ რა არის დესტრუქციული ქცევა, როგორ ვრეაგირებთ მასზე, როგორი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს სხვადსხვა ასაკის ბავშვთან, რა არის ძალადობა - აქ უკვე ჩაშლილია ყველა ტიპის ძალადობისა და ბულინგის თემები: ბავშვთა შორის ბულინგი, უფროსსა და ბავშვს შორის... რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ, რომ უფრო მეტად არ დავაზარალოთ ბავშვი, როგორ უნდა გადაამისამართონ ბავშვი და ა.შ.

სიფრთხილით შემოგვაქვს ფსიქიკური პრობლემებიც, ვთქვათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების პრევენციისთვის. რა არის ისეთი ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, რა როლი აქვთ მშობლებს. პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ ბავშვებთან მუშაობას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. ქმედებაზე ორიენტირებული კვლევის მეთოდით ვიწყებთ, ჯერ ჯგუფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მოსწავლეებით, მასწავლებლებით, მშობლებითა და მანდატურებისგან. განისაზღვრება საჭიროებები, შემდგომ ჩამოყალიბდა გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. პარალელურად მანდატურებისა და მართლწესრიგის თანამშრომლები უხსნიან ბავშვებს თავიან ფუნქციებს, ესაუბრებიან კიბერბულინგზე და სხვადასხვა ტიპის თემებზე. აღნიშნული ღონისძიებები ინდივიდუალურად განისაზღვრება სკოლებში, ვინაიდან ერთ სკოლაში არსებული პრობლემა შესაძლოა სხვა სკოლისთვის სულაც არ არსებობდეს.

- რა პრინციპით შეარჩიეთ სკოლები?

- შეირჩა ისეთი სკოლები, სადაც ყველაზე მაღალი რისკის მაჩვენებელი იყო: ხშირი იყო ბავშვების მაღალი დესტრუქციული, ან ძალადობრივი ქცევები, ასევე მნიშვნელოვანი იყო სკოლაში მანდატურისა და მართლწერიგის წარმომადგენლების არსებობა. შევდივართ სკოლებში, რომლებშიც დირექცია ღიაა ურთიერთობისთვის, თუმცა, პირველი კრიტერიუმი მაინც იყო მონაცემები, რომლის მიხედვითაც სკოლები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.

- როგორ დგინდება სკოლა მაღალი რისკის არის თუ არა და ვინ განსაზღვრავს ამას?

- მაღალი რისკის მქონე სკოლები განისაზღვრა მანდატურების სამსახურის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით. როგორც იცით, მანდატურები ყოველთვიურად და შემდგომ ყოველწლიურად აჯამებენ მონაცემებს, მაგალითად, როგორია ბავშვის ბავშვზე ძალადობის მაჩვენებელი, ბავშვის მიერ მასწავლებლის ან მანდატურისადმი გამოხატული ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენად ხშირია აკრძალული ნივთების სკოლაში შეტანის მაგალითები, ან ნივთიერებებზე დამოკიდებულების ჩანართები თუ არის, აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება, გაცდენების მაჩვენებელი და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება