სიახლეები
ეტალონი

„ეს პროექტი არის ჩვენი ხვალინდელი დღე“- „ხობის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
03-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ხობის კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც "ხობის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია, რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს კი „ეტალონისა“  და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცემა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განხორციელებული ღონისძიებისთვის „ეტალონის“ ავტორს მადლობა გადაუხადა:

„ეს ძალიან კარგი კონკურსია. ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღევანდელ ჩემპიონატზე ძალიან მაღალი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა. ყველა სკოლის პედაგოგს, ყველა სკოლის დირექტორს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული სამსახურისთვის. ასევე მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის მთავარ სულისჩამდგმელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც ამ დიდებულ საქმეს ახორციელებს სრულიად საქართველოს მასშტაბით“.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას თქმით „ეტალონი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდაში:

„ეს პროექტი არა მხოლოდ მოტივაციას, არამედ ჩვენი ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალურ შესაძლებლობების გაზრდაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა, თქვენ ხედავდით როგორი მოტივირებული იყვნენ ბავშვები. როგორ იყო მთელი დარბაზი ჩართული ამ ღონისძიებაში. მე ნამდვილად მივესალმები ამ არაჩვეულებრივ იდეას და ვისურვებდი მეტი მოსწავლე ჩართულიყოს, რადგან ეს პროექტი არის ჩვენი ხვალინდელი დღე“.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ ჩემპიონატი ემოციურად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის ის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება:

„ძალიან ემოციური ღონისძება იყო და მე დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემი სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა. წარმატებებს ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ მოსწავლეებს. მინდა მადლიერება გამოვხატო „ეტალონის“ მიმართ, რადგან ის მნიშვნელოვან მოტივაციას უქმნის ბავშვებს. ეს აუცილებელი პროექტია, რომელსაც მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება“.

რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ სწავლის უდიდეს სტიმულს აძლევს მოსწავლეებს:

„ჩვენი მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც ვფიქრობ, სამომავლოდაც ჩვენი ძალიან ბევრი მოსწავლის ცოდნის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რადგან „ეტალონი“ არის უდიდესი სტიმული მათთვის. ძალიან მიხარია, რომ წიგნი ნამდვილად არის ჩვენი მოსწავლეების მეგობარი და ეს დღევანდელ ღონისძიებაზე დაფიქსირებული ქულებითაც დამტკიცდა“.

პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ სკოლის მასშტაბით მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა და გამარჯვებულ მოსწავლეს პროექტის ფინალში წარმატებები უსურვა:

„ძალიან ამაღელვებელი იყო დღევანდელი ჩემპიონატი. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ამ პროექტში. სკოლაში ძალიან მაღალი შედეგები აიღეს ბავშვებმა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ანი. ვუგულშემატკივრებთ მთელი სკოლა და მთელი მუნიციპალიტეტი. მჯერა, რომ ის მოიპოვებს წარმატებას“.

"ხობის ეტალონი მოსწავლის" ტიტული პირველი მაისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ანი ბერაიამ მოიპოვა:

„ახლაც ვერ ვიჯერებ დღევანდელ ამბავს. ძალიან ბედნიერი ვარ. ორი წლის წინაც ვიყავი ამ პროექტში ჩართული და მესამე ადგილი მოვიპოვე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ინფორმაციის მიღება. სხვა მონაწილეებს ვურჩევ ბევრი წაიკითხონ, მიიღონ ზოგადი ცოდნა, დაიმახსოვრონ ბევრი ინფორმაცია და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ხობის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„მასწავლებელთა პრემიები სამინისტროდან არ მოდის... მიმართეთ რესურსცენტრს“ - ოფიციალური განმარტება ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით

„ელჟურნალის სტატისტიკის მონაცემებში დაფიქსირებულია ტექნიკური ხარვეზი“ - როდიდან განახლდება სტატისტიკა

მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს -  ამინდის შესახებ სააგენტო გვაფრთხილებს

მინისტრის გადაწყვეტილება ყველა საჯარო სკოლას ეხება - სამეურვეო საბჭოს შემდეგ, ინიციატივას პირდაპირ სამინისტრო განიხილავს

ვინც 2026 წელს სკოლაში მიდის - პირველკლასელებს მანდატურის სამსახური სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით შეაფასებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება