| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ისტ-ის მასწავლებელ დოდო ხობელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს და განახორციელეს პროექტი „აბაკიდან პერსონალურ კომპიუტერამდე“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში.
მათ მოიძიეს ტექნიკის განვითარების შესახებ ინფორმაცია და მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს ქრონოლოგიურად, იმუშავეს პრეზენტაციაზე და ასევე მოამზადეს კედლის გაზეთი, სადაც დაიტანეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპები გაიარა ტექნიკამ აბაკიდან დღემდე, წარუდგინეს ერთმანეთს თავიანთი ნამუშევრები და გააკეთეს პრეზენტაცია, იმსჯელეს პროექტის ირგვლივ.
„ამგვარ პროექტზე მუშაობა ძალიან ნაყოფიერია და დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, უვითარდებათ კვლევა-ძიებისა და თანამშრომლობის უნარები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა