TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაშურის N1 საჯარო სკოლა - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც 100-ზე მეტ წელს ითვლის
14-03-2019
-
+


ხაშურის N1 საჯარო სკოლა დიდი წარსულის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაუღალავად აგრძელებს მომავალი თაობის წარმატებისთვის ზრუნვას. 

სკოლის დირექტორმა, მორის დანდურიშვილმა სკოლის შესახებ ვრცელი ისტორიული ექსკურსია შემოგვთავაზა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 

1908 წლის 10 ნოემბერს ხაშურში გაიხსნა ოთხკლასიანი კერძო პროგიმნაზია. 1912 წ. არსებობდა ექვსკლასიანი პროგიმნაზია, ხოლო 1915 წლისთვის - გიმნაზია. 1916 წ. აიგო გიმნაზიის შენობა ამჟამად ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, რომელსაც ხალხი დღესაც გიმნაზიის სახელით მოიხსენიეს. მის კედლებში აღიზარდნენ პროფესორი კალისტრატე სალია, გრიგოლ კიკნაძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვანი. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან,  ხაშურის რაიონში დღის წესრიგში დგება მოსახლეობაში პირველდაწყებითი განათლების  გავრცელება. ადგილობრივი საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგი იყო 1881 წლის  ოქტომბერში ხაშურში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულების - ზემოჭალის  ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება. 1888 წელს ხაშურში გაიხსნა რკინიგზის კერძო  სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზზე პირველი ორკლასიანი სასწავლებელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში საზოგადოებაში მომწიფდა აზრი ხაშურსა და სურამში საშუალო სასწავლებლების დასაარსებლად. 1908 წლის სექტემბერში მოწვეულ იქნა ხაშურის მაცხოვრებელთა კრება, რომელმაც სასწავლებლის დასაარსების სისრულეში მოსაყვანად აირჩია რწმუნებულთა ჯგუფი, რომელსაც მიანდო საშუალო სკოლის დაარსების ორგანიზება. გიმნაზიის ფინანსური უზრუნველყოფისათვის თითქმის მთელმა ხაშურმა გაიღო შეწირულობა. 1908 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა ხაშურის პროგიმნაზია, რომელიც თავდაპირველად ორკლასიანი იყო, ხოლო 1909 წლის 1 სექტემბერს დაემატა მესამე კლასი. 1911–1912 წლებში ხაშურის პროგიმნაზიას ხელმძღვანელობდა სერგეი ფილიპეს ძე ოდარჩენკო. 1912 წლისთვის ხაშურის კერძო პროგიმნაზია ექვსკლასიანია. ამავე წელს გიმნაზიის გამგის თანამდებობაზე მოიწვიეს ქუთაისის გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი პროკოფი არტემის ძე ბოჟკო, რომელიც ლათინურ ენას ასწავლიდა. ა. ბოჟკო 1914 წელს, ხაშურში გარდაიცვალა. 1914–1917 წლებში ხაშურის პროგიმნაზიის დირექტორად მოწვეული იყო ალექსანდრე მდივანი, რომელიც 1907–1915 წლებში თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი იყო. ხაშურის გიმნაზიისთვის საჭირო შეიქმნა დაწყებულიყო  გიმნაზიისთვის საკუთარი შენობის მშენებლობა. 1915 წლის 11 აპრილს თბილისიდან  ხაშურში ჩავიდა საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი. 12 აპრილს, ეგზარქოსმა ხაშურის  რკინიგზის ეკლესიაში წირვა აღავლინა. ეგზარქოს პიტიმირის წინამძღოლობით შეკრებილი დიდძალი ხალხი ჯვრით ხელში გაემგზავრნენ იმ ადგილისკენ, სადაც საფუძველი უნდა ჩაყროდა გიმნაზიის შენობას. პროცესში მონაწილეობდა გიმნაზიის მოსწავლეთა სასულე ორკესტრი. 12 აპრილს, კვირას, 12 საათზე აკურთხეს ხაშურის სავაჟო სრულფასოვანი გინაზიია შენობის საძირკველი. კურთხევას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბ. რუდოლფი, თბილისის გუბერნატორი ბ. სტახოვსკი, საპატიო სტუმრები და ათიათასამდე ხალხი. 1916 წლის იანვარს ხაშურის ვაჟთა გიმნაზია ახლადაშენებულ შენობაში გადავიდა. 1915 წლის ნოემბრიდან ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გვერდით არსებობა დაიწყო ქალთა გიმნაზიამაც. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხაშურის პირველი სკოლის შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

გრანტით დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა - განათლების მინისტრის ბრძანება ძალაშია

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სასკოლო ფორმებზე ბაზრის კვლევა მეორედ გამოცხადდა - დეტალები

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეები პატარა ნაბიჯებით დიდი მწვანე მოვალისთვის ზრუნავენ, პედაგოგები კი ბუნების სიყვარულს ასწავლიან

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება