სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შვილების აღზრდისა და სწავლების პროცესში მოვალეობების შეუსრულებლობის გამო 500-მდე მშობელი „დაისაჯა“
28-02-2019
-
+


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მხრიდან არასრულწლოვნების აღზრდასა და სწავლების პროცესში დაკისრებული მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტებზე რეაგირებას და სამართლებრივ კვალიფიკაციას ეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ბოლო სამ წელიწადში, საქართველოში 499 სამართალდარღვევის შემთხვევა გამოვლინდა, რა დროსაც, მშობლებმა ან მათმა უფლებამონაცვლეებმა, არასრულწლოვნების მიმართ აღზრდისა და სწავლების პროცესში, მოვალეობები არასაკმარისად და არაჯეროვნად შეასრულეს. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა, თუ რამდენ შემთხვევაში დადგა მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა და რამდენ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა არ დადგა.

ამასთან, ორგანიზაცია დაინტერესდა სამართალდარღვევის ფაქტებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების სტატისტიკით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2016 წელს გამოვლინდა სამართალდარღვევის - 166 შემთხვევა, 2017 წელს - 189, ხოლო 2018 წელს - 144 შემთხვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის მანძილზე, განხილულ იქნა 124 საქმე, თუმცა სასამართლოს არ მოუწოდებია ინფორმაცია 2017-2016 წლებში განხილული საქმეების თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო. კოდექსის 172-ე მუხლი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მშობლების ან მათთან გათანაბრებული პირების იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. კერძოდ, მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა გამოიხატება არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლიანი სასმელის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით. კანონი ცალსახად ადგენს დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, რაც ასევე გულისხმობს დამრღვევი პირის მიმართ ჯარიმას 100-დან 300 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში, ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. კანონი ცალკე რეგულაციას აწესებს მშობლების მიმართ 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების შემთხვევის დროს, რაც გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამწუხაროდ, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ კონკრეტულად რა ტიპის სამართალდარღვევების გამოვლენას აქვს ადგილი. ამასთან, არ არსებობს ერთიანი სტატისტიკა დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის თაობაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ჯარიმის ოდენობის დაკისრებას ინდივიდუალურად წყვეტს და დამოკიდებულია სამართალდარღვევის სიმძიმესა და ხასიათზე. ამასთან, შესწავლამ ცხადყო, რომ კოდექსში არსებული მუხლი მოქმედია და მიზანს მშობლების ან მათი უფლებამონაცვლეების მიმართ, მორალური პასუხისმგებლობასთან ერთად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც მიუთითებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

4 სახარებისეული მოვლენა, რომელსაც  დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები“...

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება