სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არის თუ არა სკოლებში მოწვეულ მასწავლებლებზე მოთხოვნა - მანანა რატიანი განმარტებას აკეთებს
18-02-2019
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ზაფხულიდან ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც გაჩნდა ახალი სტატუსი მოწვეული მასწავლებლის სახით.

მოწვეული მასწავლებელი არის პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

etaloni.ge დაინტერესდა ამ ეტაპზე რამდენ სკოლაში ასწავლიან მოწვეული პედაგოგები და რამდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ეს შესაძლებლობა სკოლებისთვის. აღნიშნულ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მანანა რატიანს ვესაუბრეთ. როგორც მანანა რატიანი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის ცნობილი, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელი იქნება კონკრეტული ინფორმაციის მიღება.

„ამ ეტაპზე რამდენ სკოლაში ასწავლიან მოწვეული პედაგოგები და რამდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ეს შესაძლებლობა სკოლებისთვის, ზუსტად ცნობილი არ არის, ვინაიდან შესაბამისი ინფორმაცია სკოლებისგან არ გამოუთხოვიათ. თუმცა, მსგავსი ტიპის მონაცემების გამოთხოვა შეიძლება და სამომავლოდ აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

იმის გასარკვევად სარგებლობენ თუ არა სკოლები პედაგოგების მოწვევის შესაძლებლობით, etaloni.ge თბილისის რამდენიმე დიდ კონტიგენტიან სკოლას დაუკავშირდა, როგორც აღმოჩნდა სკოლების უმეტესობას არ ჰყავს მოწვეული მასწავლებელი. აღნიშნულის მიზეზად უმეტესად საკითხის სიახლე და პროცედურასთან დაკავშირებული საკითხების გაურკვევლობა დაასახელეს, თუმცა ვნახეთ ისეთი სკოლები, რომლებსაც არა ერთი, არამედ ორი მოწვეული პედაგოგიც კი ჰყავთ. 

თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი: „ამჟამად 2 მოწვეული პედაგოგი გვყავს ხელოვნებისა და მუსიკის საგნებში. ასევე იყო მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგი მოწვეული. აღნიშნულ საგნებში ბევრი საათი გვაქვს გამოყოფილი და ამან გადაგვაწყვეტინა მასწავლებლების მოწვევა“.

თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი: „მოწვეული პედაგოგები არ გვყავს, რადგან ჯერ არ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული თუ როგორ და რა საგანში უნდა მოგვეწვია პედაგოგი, ამიტომ ამ სასწავლო წელს თავი შევიკავეთ“.

აღსანიშნავია, რომ მოწვეულ მასწავლებელს არ ევალება მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს და მის შესანარჩუნებლად სხვადასხვა აქტივობები განახორციელოს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება