სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დიღომში აფეთქების დროს გარდაცვლილი სამი შვილის დედა ისტორიის მასწავლებელი გახლდათ
17-01-2019
-
+


დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი გარდაცვლილიდან, ორი - ნათია ციცვიძე და მისი 4 წლის ბიჭი გახლავთ. როდესაც კორპუსში აფეთქება მოხდა, ნათიასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ მისი და, მეუღლე და სამი შვილი. 

ნათია ციცვიძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელი იყო. 35 წლის ნათია ციცვიძის ცხედარი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ამავე აფეთქებას ემსხვერპლა მისი და, ნინო ციცვიძეც.

ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე კი სახლში ყველაზე გვიან ნათიას მეუღლე ფრიდონ ფირალიშვილი დაბრუნდა. კორპუსში გაზის აფეთქება 20:30 წუთზე მოხდა. ძლიერმა აფეთქებამ მე-6 სართულის ბინა გახლიჩა. როგორც მისი მეუღლე ფრიდონ ფირალიშვილი ამბობს, ბავშვები საკუთარი ხელით გამოიყვანა სახლიდან. 

„ეს ძალიან ლამაზი გოგო, ჩემი მეგობარი იყო. ეს ანგელოზები მისი შვილები არიან. წლების წინ ერთად ვმუშაობდით. გუშინ თურმე მის სახლში მომხდარა ის საშინელი აფეთქება... არ ვიცი ამ დროს რას ამბობენ. ყელში ბურთი მეჩხირება, ყველა მისი ღიმილი და საუბარი მიდგას თვალწინ. როგორსაც ხედავთ, სულ ასეთი მომღიმარი, კეთილი, თბილი და სიცოცხლით სავსე იყო ერთი ტყუპისცალიც დედიკოს გაჰყვა იმქვეყნად...აუცილებლად უნდა დაისაჯოს ადამიანები!! ვინც პასუხისმგებელია ამ დედა შვილის სიცოცხლე ჩაქრობაზე“, - წერს სოციალური ქსელში მისი ერთ-ერთი მეგობარი.

როგორც ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ნათია ციცვიძე მის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. „ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველანი. ისტორიის პედაგოგი იყო, მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით ასწავლიდა“, - განაცხადა მესხიშვილმა.

იხილეთ ასევე:

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 5 ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი

დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება