სიახლეები
სიახლეები

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი
16-01-2019
-
+


დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა.

აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 წლის ბიჭი. ის „იმედის“ კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.

რაც შეეხება დაშავებულებს, 7 ადამიანი, მათგან 6 არასრულწლოვანი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა, დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ბავშვიდან, მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება.

აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი, მათ დახმარებისთვის „ყაზტრანსგაზს“ მიმართეს, სპეციალისტებმა კი ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

ასევე იხილეთ: დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება