სიახლეები
სიახლეები

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 5 ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება
17-01-2019
-
+


დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან 5 ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

4 წლისა გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი დაკვირვების ქვეშ  იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ 2 პაციენტს, რომელთაც ექიმების ცნობით, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, საავადმყოფო უკვე დატოვეს.

16 იანვარს  დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 წლის ბიჭი. ის „იმედის“ კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 6 მცირეწლოვანი.

როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, ტერიტორიაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი, მათ დახმარებისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიმართეს, თუმცა სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ენერგოომბუდსმენმა კი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და ახსნა-განმარტებას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“ მოითხოვს.

„თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები. ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან. ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულურება. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით, არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად“,-ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის ცნობით, სასტუმროებში მოთავსებულია 27 დაზარალებული ადამიანი. 

აფეთქების ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს - მათ ვითარება უნდა შეისწავლონ და დაადგინონ შესაძლებელია თუ არა საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა და მცხოვრებლების დაბრუნება. 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ასევე იხილეთ: დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი

დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ


კომენტარები


ეტალონი
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
4 ცვლილება ისტორიის გამოცდაზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში არაერთი შემოქმედებითი აქტივობა იმართება, სადაც მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნის
ამჯერად სკოლა მოხარულია გვამცნოს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული
მოსწავლეებმა გამართეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „14 აპრილი დედა ენის დღეა!“
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება