სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის შესახებ განმარტებას აკეთებს
29-12-2018
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გაურკვეველი ვადით, ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტის გამო გადადო. პროტესტის მიზეზი სხდომაზე განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის არ ყოფნა გახდა.

სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენასთან ერთად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის და დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეც უნდა განეხილათ, თუმცა კომიტეტში მინისტრის არ ყოფნის გამო ოპოზიციამ სხდომის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე პასუხისმგებლობა მიხეილ ბატიაშვილს ეკისრება და მისი ყოფნა აუცილებელი იყო. 

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომას კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა საკითხზე სრულყოფილი პასუხის მიღებისთვის აუცილებელია, რომ საკითხის განხილვას მინისტრი ბატიაშვილიც ესწრებოდეს. 
 
პარლმენტში სხდომის გადადების გამო საკითხთან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად ბრიფინგი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

 
როგორც ბრიფინგზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა განაცხადა, განათლების სამინისტრო მზად არის, ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს საქმის საფუძვლიანი შესწავლა.

თუმცა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსის განცხადებით, კატეგორიულად დაუშვებლად დაუშვებლად მიაჩნიათ სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზება და მათი პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაქცევა.

„პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა იგეგმებოდა, რის შესახებაც დეპუტატებისთვის ცნობილი იყო წინასწარ. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წევრებმა არ ისურვეს ჩვენი ანგარიშისა და კონკრეტული შინაარსობრივი დეტალების მოსმენა, მათ შორის არც ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული შესწავლის შედეგებზე, შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ“, – განაცხადა გიორგი ქოჩიშვილმა.

მისი განმარტებით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის მე-6 სკოლაში მოკვლევა მოქალაქის წერილის საფუძველზე დაიწყო. 

„საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული დეტალები ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ინსპექტირების ჩატარების მიზეზებსა და შედეგებზე. ასევე სკოლაში არსებული მდგომარეობის ამსახველი მასალა. 

განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მოქალაქის წერილის საფუძველზე. სამინისტროში შემოსულ წერილში მითითებული იყო ისეთი საკითხები, რომელიც საჭიროებდა დროში სწრაფ რეაგირებას, ქონების უკანონო განკარგვა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევა, მოსწავლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვა. შესაბამისად, შემოსული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არდაწყება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა კანონდარღვევა. ეს პრობლემები სკოლის ადმინისტრაციამაც აღიარა და მათი მოგვარებისთვის მუშაობა დაიწყო. მათი დიდი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია“, – განაცხადა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა.

გიორგი ქოჩიშვილის თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამასთან, როგორც ქოჩიშვილმა აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლასთან დაკავშირებული წერილი ანონიმური იყო.

„რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, არის მიზანმიმართული სიცრუე. დირექტორი თანამდებობიდან არ გათავისუფლდა არც მინისტრის და არც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლასთან დაკავშირებული წერილი ანონიმური იყო.

რაც შეეხება სტატისტიკას, სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას. მხოლოდ 2018 წელს დაიწერა 101 დასკვნა. გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას და გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი. სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 22 კანონდარღვევის საქმე“, – განაცხადა ქოჩიშვილმა.

ასევე იხილეთ:

მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების შესახებ განცხადებას აკეთებს

„სამინისტროსა და სამეურვეო საბჭოს მხრიდან ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა“

რამდენი სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს თანამდებობიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში - იხილეთ სტატისტიკა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება