| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2017-2018 წლებში საჯარო სკოლებში განხორციელებული გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების შედეგად, თანამდებობიდან 26 სკოლის დირექტორი გათავისუფლდა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს 36 კანონდარღვევაზე გადაეგზავნათ საქმე.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2 წლის განმავლობაში 208 სკოლის შესახებ დაიწერა დასკვნა.
„2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა (მათ შორის 10 ინსპექტირება). შედეგად, მითითება მიეცა 49 სკოლას, გაფრთხილება - 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე.
2017 წელს განხორციელებული შემოწმებით, დაიწერა - 110 დასკვნა (მათ შორის 24 ინსპექტირება); შედეგად მითითება მიეცა 74 სკოლას, გაფრთხილება - 35 სკოლას; გათავისუფლდა - 17 სკოლის დირექტორი; 2 სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა და სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 16 საქმე“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ზუგდიდის N6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, განაცხადა რომ სკოლების შემოწმება ყოველწლიურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ასევე იხილეთ: ნათია ზედგინიძე: „სამინისტროსა და სამეურვეო საბჭოს მხრიდან ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა“
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ