| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაში, სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლი პასუხისმგებელია.
„ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. სამინისტრო ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან და დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც ამ პროცესს სწავლობს. ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის მეც, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, მზად ვართ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სისტემის პოლიტიზირება დაუშვებელია, ზეწოლის არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. დარწმუნებული ვარ, ეს დადასტურდება! არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე!“.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას საარჩევნოდ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. უწყების ცნობით, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო.
ასევე იხილეთ: „სამინისტროსა და სამეურვეო საბჭოს მხრიდან ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა“
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ