სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

''ქალაქი მოჩვენება'' - ნამდვილი მარგალიტი ''შავი არქეოლოგებისთვის''
27-01-2017
-
+


ნაგასაკის ნაპირებთან თითქოს დროში გაყინულა ჰაშიმას კუნძული (ჰაშიმა იაპონურიდან ითარგმნება, როგორც საზღვრისპირა კუნძული). ის ერთერთია 505 დაუსახლებელი კუნძულიდან ნაგასაკის პრეფექტურაში (იაპონია). იაპონურ სამხედრო ხომალდს ჰგავს და ამიტომ ,,კუნძულ-კრეისერსაც“ უწოდებენ.

მე-19 საუკუნის ბოლომდე ამ კლდეებში არავინ ცხოვრობდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც  ქვანახშირი აღმოაჩინეს. 1890 წელს კუნძული კომპანია ,,მიცუბიშიმ“ შეისყიდა. ჰაშიმა სამრეწველო ცენტრად იქცა. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა სამხედრო ქარხნები, სახლები, საავადმყოფოები, ტაძრები, სკოლები, მაღაზიები, რესტორნები. ჰაშიმამ რეკორდიც კი მოხსნა - მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად მიიჩნეოდა, რადგან 1 კვ.კმ-ზე 5259 ადამიანი ცხოვრობდა.  

1960-იანი წლების დასაწყისში იაპონიის ტერიტორიაზე ქვანახშირი ნავთობმა ჩაანაცვლა, რის გამოც ,,მიცუბიშიმ“ კუნძულზე სამუშაოები მიატოვა და რამდენიმე თვეში ჰაშიმა დაცარიელდა. 

ამჟამად კუნძული მხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. თავგადასვლების მოყვარულები დახეტილობენ ქალაქში, უფრო მამაცები მაღაროებშიც კი იჭყიტებიან. 

,,ქალაქი მოჩვენება“ ნამდვილი მარგალიტია ,,შავი არქეოლოგებისთვის“, რადგან კოლექციონერები მზად არიან, დიდი ფული გადაიხადონ კუნძულზე ნაპოვნი ნივთების საფასურად. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება