| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N33 საჯარო სკოლამ კახიანაურის მუნიციპალიტეტის დღესასწაულს „კახიანურობას“ უმასპინძლა, რომელიც 17 ოქტომბერს აღინიშნება.
სკოლაში გამართულ კონცერტს მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ტეხაშვილი უძღვებოდა.
მარიამმა ღონისძიებაზე მოსულ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კახიანაურის უბნის ისტორიის შესახებ.
სკოლის ხალხური სიმღერის გუნდმა, პედაგოგ ნანა ჭირაქაძის ხელმძღვანელობით შეასრულეს სიმღერები „სამშობლო“ და „სალაღობო“. სტუდია „ჰარმონია“-ს მომღერლებმა: თამარ ოქროჭელიძემ და ლიზი გორგაძემ საესტრადო სიმღერებით დაამშვენეს მუნიციპალიტეტის დღესასწაული (პედაგოგი ნანა გეგელაშვილი).
დღესასწაულს მრავალფეროვნება შემატა სკოლის სამხატვრო შემოქმედებამაც. ტილოზე შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს მე-11 კლასელმა, მარიამ ხუსკივაძემ და მე-12 კლასელმა, მარიამ ქემერტელიძემ.
ღონისძიების ბოლოს კი ქუთაისის მერიამ 2017-18 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგად, ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი სოფიო ბახსოლიანი დაასახელა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა