სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„კახელები შემოდგომაზე მეტად „ეტალონის“ მოსვლას ელოდებიან...“ - ყვარელში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს
26-10-2018
-
+


საქართველოს ერეოვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ამჯერად ყვარელს სტუმრობს, სადაც ამ წუთებში  გავაზის საჯარო სკოლაში „ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრში ყვარლის რაიონის ყველა სკოლიდან 68 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს.

ღონისძიებას ესწრებიან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი - როსტომ სესიაშვილი, ყვარლის რესურსცენტრის უფროსი - ქეთევან ჭიპაშვილი. ქალბატონი ქეთევანის თქმით, კახელები შემოდგომაზე მეტად „ეტალონის“ მოსვლას ელოდებიან, რომელმაც izrune.ge-სთან ერთად ყველა ოჯახში შეაბიჯა.

ღონისძიება გორში გუშინ დატრიალებული ტრაგედიის გამო (9 წლის მოსწავლე გოგონა მოკლული იპოვეს) წუთიერი დუმილით დაიწყო...

კონკურსის დაწყებამდე  2017-2018 სასწავლო წლის ყვარლის ეტალონი მოსწავლე ანა გუშკაშვილი „ეტალონის ოქროს ფონდის“ წევრი გახდა და დიპლომი გადაეცა. მის მშობლიურ წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას და სკოლის წარმომადგენელს ოქროს დიპლომი, ეტალონი-მოსწავლის აღზრდისთვის.

ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, პირველ 9 ადგილზე გასული მოსწავლისთვის, საქართველოს ნებისმიერ კუთხში მათი სურვილით შერჩეულ ადგილას უფასო ექსკურსია დააწესა.

თუ ეტალონის 2018-2019 სასწავლო წლის ფინალზე, პირველ ხუთეულში „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ მოხვდება, მერი საზღვარგარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს მასთან ერთად განახორციელებს.

 

„ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს საორგანიზაციო საკითხებში ეხმარება გავაზის საჯარო სკოლის თვითმმართველობის გუნდი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება