სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის აშშ-ის მთავრობის გრანტიდან 56 მილიონი დოლარია გამოყოფილი
05-10-2018
-
+


ახალ 2018-2019 სასწავლო წელს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ 28 ახალი, სრულად რეაბილიტირებული სკოლით შეხვდა. შედეგად, მიმდინარე სასწავლო წელს, დამატებით 13 ათასამდე მოსწავლე სწავლას განახლებულ სასწავლო გარემოში აგრძელებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ავრცელებს.

ფონის ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ამჟამად, რეაბილიტირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში 58 საჯარო სკოლა. აღნიშნული რეაბილიტაციისთვის დახარჯულია 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. 

ჯამში, ფონდი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. 

„მულტიფუნქციურ ლაბორატორიებში 140 დასახელების სხვადასხვა ლაბორატორიული აღჭურვილობა-დანადგარი მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის. 91 საჯარო სკოლის საერთო ფართობი 221 180 კვადრატულ მეტრს აღემატება. 

აშშ-ის მთავრობის 140 მილიონი აშშ დოლარიანი გრანტიდან საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 56 მილიონი დოლარია გამოყოფილი. 

სარეაბილიტაციო სკოლები სტატისტიკური მოდელის გამოყენებით შეირჩა. 

აღსანიშნავია, რომ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 

სკოლებში უსაფრთხო და ენერგოეფექტური გათბობა და ელექტრო მომარაგება ეწყობა. რეაბილიტაცია სეისმურ და კლიმატურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლები არის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ამ დროისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით 33 სკოლის სრული რეაბილიტაციას პროცესი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილიც ექსპლუატაციაში 2019 წლის თებერვალში შევა, დანარჩენი სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ახალი, კომფორტული, უსაფრთხო და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღჭურვილი 91 საჯარო სკოლა ჯამში 37 000 მოსწავლისთვის გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს. აღნიშნული, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, ამ სკოლებში მომუშავე პედაგოგებისთვის, რაც იქნება სტიმული და წინაპირობა, ქვეყნის განათლების ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სკოლების სრული რეაბილიტაციის გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო საჯარო სკოლის მასწავლებლებს, დირექტორებსა და ფასილიტატორებს პროფესიული განვითარების ტრენინგებს სთავაზობს. რაც მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენიმე გრძელვადიან ტრენინგ-მოდულს მოიცავს. ტრენინგები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის. 

ჯამში, ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო და კვალიფიკაცია აიმაღლა 27 000 პედაგოგ-მასწავლებელმა, 4 600-მა საჯარო სკოლის დირექტორმა და 3 300-მდე პროექტის ფასილიტატორმა. ეს კი, ზოგადი განათლების საფეხურის განსავითარებლად და მოსწავლეზე ორიენტირებული, ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია“,-ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტს საქართველოში ახორციელებს სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, რომელსაც მართავს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით.  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის (თავმჯდომარის მოადგილე), იუსტიციის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა მინისტრები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება