სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ

„პირველი მერცხალი სან დიეგოს უნივერსიტეტში“ - ვანის N2 საჯარო სკოლას 100%-იანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებული ჰყავს
15-08-2018
-
+


ვანის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ძიგვაშვილი სან დიეგოს უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელია.

მან ეროვნულ გამოცდებზე ქართულში 70, უნარებში კი 69 ქულა აიღო, 86 ქულით შეფასდა ინგლისურ ენაში, მათემატიკის გამოცდაზე კი 50 ქულა დააგროვა.

ნიკას მაღალი შედეგებით გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესდა და ვანის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს სან დიეგოს უნივერსიტეტში გასაუბრების გავლა შესთავაზა.

„კომპიუტერულ ინჟინერიაზე მინდოდა ჩაბარება, სან დიეგოს უნივერსიტეტზე მაღალი გადასახადის გამო არც მიფიქრია. როდესაც ეროვნული გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი, გაისმა ზარი და გასაუბრებაზეც დამიბარეს. ინგლისურ ენაზე დამისვეს კითხვები, რატომ მომწონდა არჩეული სფერო და რა სამომავლო მიზნები მქონდა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ 100%-იანი გრანტით დამაფინანსეს. ბაკალავრიატი 4 წელს მოიცავს, თუმცა მეორე კურსიდან უნივერსიტეტის ფარგლებში, ამერიკაში შემიძლია სწავლის გაგრძელება, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და მიღებული ცოდნით სამშობლოს გამოვადგები.“

ნიკას თქმით, მის წარმატება ვანის N2 საჯარო სკოლისა და არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურებაა. მათ შეამეცნეს ცოდნის ფასი და მიზნისკენ სწრაფვაში დაეხმარნენ.

სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი ამაყია ნიკას წარმატებით და პირველ მერცხალს უწოდებს მას:

„ნიკამ შეძლო ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა, რომ მოსწავლეში განმევითარებინა-მეტაკოგნიტური უნარების ანუ, სწავლებით სწავლის დაუფლება. მან შეძლო თავადვე დაეგეგმა საკუთარი სასწავლო პროცესი და ავტონომიური მოსწავლე გამხდარიყო. თვითრეგულირებადია მისი სწავლა, ქცევა და ქმედებები, ისახავს მიზანს და თავადვე საზღვრავს მისკენ საჭირო ნაბიჯებს. მეგობრული, თბილი და მოსიყვარულე ადამიანია, ჩემი მოსწავლე კი არა, პატარა მეგობარია, რომელთანაც მრავალ თემაზე შემიძლია საუბარი. არაჩვეულებრივად ფლობს გერმანულს და აქტიურადაა „გოეთეს“ პროგრამებში ჩართული, ამავდროულად, შესანიშნავად იცის ინგლისური. ნიკას დავუსახეთ მიზანი, რომ ის შეძლებდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანა თავისი ნიჭი, მიეღო ცოდნა და ქვეყანაში დაბრუნებული სამშობლოს გამოდგომოდა. 

ნიკას სან დიეგოს უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩარიცხვა სკოლისა და მთელი რაიონისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. მაინტერესებდა ჩემს სკოლასა და მოსწავლეებს რა შედეგზე შეეძლოთ გასვლა, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარება უცხო არ არის ჩვენთვის, აი, სან დიეგოს მაღალი თამასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ასეთი ფლობა კი ნამდვილად დიდი წარმატებაა. ნიკა პირველი მერცხალია, მართალია, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ მერცხალი ყოველთვის გაზაფხულის მახარობელია და ჩვენც უცხოურ წამყვან უნივერსიტეტებში ჩაბარებას ვისახავთ მიზნად,“ - აღნიშნავს თეონა ადეიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება