სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანაბასისობა“ - შემოდგომის სილამაზე, ტრადიციები და ერთობით შექმნილი დღესასწაული სკოლა „ანაბასისში“
12-11-2026
-
+


სკოლა „ანაბასისის“ ეზოში დიდი, ფერადი საშემოდგომო დღესასწაული გაიმართა.

კლასების, კლასის ხელმძღვანელებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით შექმნილმა ულამაზესმა კუთხეებმა, ყვავილებმა, ხილმა, ნახატებმა და შემოდგომის მრავალფეროვანმა დეკორაციებმა დაუვიწყარი გარემო შექმნა.

პირველკლასელებმა, მშობლებთან ერთად სახელმწიფო ინიციატივაში - „ჩემი პირველი ნერგი“ - მიიღეს მონაწილეობა და პირველი ნერგები დარგეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო ბუნებაზე ზრუნვის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მომავლის სიყვარულის ლამაზი მაგალითი.

„გვჯერა, რომ დღეს დარგული ნერგები გაიზრდება და ბავშვებთან ერთად კეთილ და მწვანე მომავალს შექმნის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

დღესასწაულს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოსწავლეთა შემოქმედებითმა ნომრებმა, ეროვნულმა ცეკვებმა, მეცხრე კლასელების ექსპრომტულმა გამოსვლებმა და ხალხური საკრავების სასკოლო გუნდის ემოციურმა შესრულებამ - სიმღერამ „სამშობლო“.

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს, რომელთაც სკოლაში მადლობას უხდიან. 

„გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას სტუმრებს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქეთევან შარიქაძეს და თანამშრომლებს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ექიმს, პოეტს, ზესტაფონის ჯანდაცვის ხელმძღვანელს თამარ გველესიანს და საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ გაიზიარეს ჩვენი სიხარული და განსაკუთრებული დღე კიდევ უფრო გაალამაზეს.

მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, კლასის ხელმძღვანელსა და მასწავლებელს! თქვენი შრომით, სიყვარულითა და ერთობით „ანაბასისობა“ ნამდვილ დღესასწაულად იქცა

„ანაბასისობა“ - ტრადიცია, რომელიც გვაერთიანებს, გვახარებს და მომავალ თაობებს ეროვნული ფასეულობების სიყვარულს უზიარებს!

მადლობა, ჯგუფ ჩვენი ზესტაფონი სიუჟეტის მომზადებისა და თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება