სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 სკოლის მოსწავლეთა მწვანე გაკვეთილი მახათას მთაზე - პირველკლასელებმა ნერგები დარგეს 
11-11-2026
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ. 

პატარებმა მახათას მთაზე სახელობითი ნერგები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში. 

თბილისის N142 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ. 

„მთავრობის ამ მშვენიერმა ინიციატივამ ჩვენი სკოლის ყველაზე პატარები განსაკუთრებულ საქმეში გააერთიანა.

პირველკლასელებმა მახათას მთაზე პატარა ნერგები დარგეს - ეს არ არის უბრალოდ ხის დარგვა, ეს არის ცხოვრების პირველი დიდი გაკვეთილი პასუხისმგებლობაზე, მეგობრობასა და ბუნებაზე.

თითოეულმა ბავშვმა თავისი ხელით ჩაუშვა მიწაში პატარა სიცოცხლე და პირობა დადო, რომ ყოველ ჯერზე, როცა ამ მთას ეწვევა, საკუთარი თვალით ნახავს, როგორ იზრდება, ძლიერდება და ფოთლებს იშლის მათი ნერგი.

ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ უკვე ასეთი მზრუნველი ხელები - აი, რა არის ყველაზე დიდი იმედი! ვამაყობთ ჩვენი პატარებით და გვჯერა, რომ ეს ხეები მათთან ერთად გაიზრდებიან და აყვავდებიან. 

ჩვენი პირველკლასელების პირველი ნაბიჯები მახათას მთაზე - ვრგავთ სიცოცხლეს, ვზრდით მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება