| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებულად ეხმაურებიან.
დღესასწაული მთელ სკოლას აერთიანებს და პედაგოგთა დაფასებასა და მათი შრომის აღნიშვნას ისახავს მიზნად.
სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ჯანსაღ, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი.
„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა“, რადგან მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის უსაზღვრო სიყვარული. სიყვარული კი დედამიწას ატრიალებს“,- აღნიშნავს პედაგოგი ნენე ესებუა და ვიდეორგოლს გვიზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას