სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს
11-11-2026
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. 

ბავშვების შემოქმედებითმა ნომრებმა სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალა. ზეიმში II-V კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც სიხარულით წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

​„ვეცადეთ ოქროსფრად აგვეფერადებინა და შემოდგომის სურნელი დაგვეტრიალებინა ჩვენს საკლასო ოთახში.

სხვადასხვა აქტივობები წარმოადგინეს პატარებმა და შექმნეს შთამბეჭდავი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვება, შემოდგომისთვის დამახასიათებელი მოვლენების გაცნობა, შემოდგომასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების გაცნობა და გააზრება. მოსწავლეებში ფანტაზიის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება, თანამშრომლობითი, მხატვრულ-შემოქმედებითი უნარის დაუფლება“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება