სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო კვირეული ​გაიმართა
10-11-2026
-
+


27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ვზეიმობთ. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში.

გაიმართა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო კვირეული რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობა და ღონისძიება გააერთიანა და მეტად საინტერესოდ დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა დიდი ქართველი განმანათლებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი წიგნიერების გავრცელებაში და სახელოვან წინაპარს პატივი მიაგეს. 

„ნოდარ დუმბაძე იაკობის „დედაენაზე“ ამბობდა , ეს წიგნი კი არა ერიაო. იაკობისთანა კაციც ერია.

იაკობ გოგებაშვილის სახელს დრო ვერასოდეს წაშლის, რადგან მისმა „აი იამ“ მომავალი თაობების გულებში დაიმკვიდრა ადგილი, პატარა მკითხველებს დიდი სამყაროს კარი გაუღო. მისი კალმით ნაქარგი თითოეული სიტყვა გზას უნათებს ბავშვებს, ასწავლის სიკეთეს, სიყვარულსა და სამშობლოს

საოცრად ამაღელვებელია იაკობის შესახებ ერთ-ერთი მოგონება, რომლის წაკითხვამ არ შეიძლება ქართველს გული არ აუჩუყოს.

1968 წელია. თურქეთში, ქ.ბურსაში შეხვდება პატარა შავთავალწარბა ბიჭს, რომელსაც ქართველს მიამსგავსებს. ბიჭი მართლა „გურჯი“ აღმოჩნდება, რასაც თარჯიმნის საშუალებით დაუდასტურებს. ქართული რატომ არ იციო, უსაყვედურებს მწერალი. ბიჭი მიზეზს ორი ქართული სიტყვით აუხსნის: „ნენეი მომიკვდა". მაშინ მწერალი აჩუქებს უძვირფასეს საოჯახო რელიკვიას - თაობებისგან გამოყენებულ, გაცრეცილ „დედაენას“ და ეტყვის - წაიღე, შენი იყოს, ოღონდ ისწავლეო. ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს დედაჩემი ვაჩუქე და დედა გავუცოცხლეო,- წერს იგი .

ჩვენო პატარებო, გაუფრთხილდით ამ ერის საუნჯეს, დაიცავით იაკობის ანდერძი, რათა მავანმა არ გვისაყვედუროს „ქართული რატომ არ იციო“.. თქვენ დიდი იაკობის საქართველო ხართ.. გვეიმედებით!“- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს დიდი წინაპრის დანატოვარზე ზრდიან. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება