| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება და მათი ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
სკოლაში მოსწავლეთა მორიგი სპორტული წარმატებით ხარობენ.
მოსწავლეებმა, მაგიდის ჩოგბურთში, საქართველოს სკოლათა ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს წარმატებას და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„როცა შრომა და ერთობა გამარჯვებით გვირგვინდება... საქართველოს სკოლათა ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში მოპოვებული III ადგილი არ არის მხოლოდ საპრიზო თასი - ეს არის ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების საერთო გულისცემა, დაუღალავი დღეები და ერთმანეთის უსაზღვრო რწმენა!
მადლობა ჩვენს ჩემპიონებს თავდადებისთვის და მადლობა ჩვენს პედაგოგებს იმ სითბოსა და გზამკვლევობისთვის, რაც ამ გამარჯვების მთავარი შთაგონება გახდა.
ამ ერთსულოვნებითა და მოტივაციით მივდივართ წინ- ახალი მწვერვალების დასაპყრობად!“- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი შალვა ბიბილაშვილი გახლავთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა