| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. სწორედ მასწავლებლების მიმართ პატივისცემის გამოხატვასა და მათი განსაკუთრებული მისიის აღნიშვნას ემსახურებოდა სკოლაში გამართული ლამაზი ღონისძიება.
„მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და პასუხისმგებლობით სავსე მისიაა. ეს არის თავდადების, სიყვარულისა და უწყვეტი ძიების გზა, რომელსაც პედაგოგები ყოველდღიურად გადიან“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში ჩატარდა, ემოციებითა და სითბოთი დატვირთული ღონისძიება, რომელსაც საფუძვლად ედო მოსწავლეების გულწრფელი მადლიერება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII, VIII, IX და X კლასების მოსწავლეები. თითოეულმა კლასმა განსაკუთრებული მონდომებითა და კრეატიულობით წარმოადგინა თავისი ნომერი - გაჟღერდა ლექსები, შესრულდა თემატური სიმღერები და სკეჩები.
დღის ბოლოს, სკოლის დირექციამ კიდევ ერთხელ მიულოცა პედაგოგებს პროფესიული დღე.
„მასწავლებლობა ხომ მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც მომავალი თაობების აღზრდასა და ქვეყნის ბედნიერ მომავალს ემსახურება“,- აღნიშნავენ სკოლაში და კიდევ ერთხელ ულოცავენ ძვირფას პედაგოგებს მასწავლებლის როგორც საერთასორისო ისე ეროვნულ დღეებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა