| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა „ცოდნის“ მოსწავლეთა თვითმმართველობამ სასკოლო ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენა და საინტერესო ვიდეოგამოკითხვა მოამზადა.
თვითმმართველობის წევრებმა - გვანცამ და მარიმ, თანასკოლელებს სხვადასხვა კითხვა დაუსვეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორ შეაფასებდნენ სკოლის სასწავლო გარემოს, რას აფასებენ ყველაზე მეტად სკოლაში, რომელი საგანია მათი საყვარელი, როგორ დაახასიათებდნენ სკოლა „ცოდნას“ ერთი სიტყვით თუ რამდენიმე ფრაზით და რა ხდის აქ გატარებულ დღეებს განსაკუთრებულს.
ვიდეოში გაჟღერებული პასუხები გულწრფელი, მხიარული და ემოციური აღმოჩნდა. მოსწავლეებმა თავიანთი დამოკიდებულება სკოლის, მასწავლებლების, სასწავლო პროცესის შესახებ გულახდილად გამოხატეს და გააჟღერეს ის ღირებულებები, რომლებიც სკოლა „ცოდნის“ ყოველდღიურ ცხოვრებას ქმნის.
„სანამ ზაფხულის არდადეგები გრძელდება, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა ჩვენი სასკოლო დღეები…
ჩვენი მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა - გვანცამ და მარიმ - „ცოდნელები“ გამოკითხეს:
პასუხები ისეთივე გულწრფელი, მხიარული და ემოციური აღმოჩნდა, როგორიც ჩვენი „ცოდნელები“ არიან!
მოდით, ერთად მოვისმინოთ ჩვენი უსაყვარლესი „ცოდნელების“ გულწრფელი პასუხები და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის განსაკუთრებული გარემო, რომელსაც სკოლა „ცოდნა“ ჰქვია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეოს გვიზიარებენ:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას