სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიდევ ერთი დიდი და წარმატებული პროექტი - სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებს სცდება 
30-06-2026
-
+


სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები არაფორმალური სწავლების მეთოდებს ხშირად მიმართავენ.

„ანაბასისის“ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებს დიდი ხანია გასცდა. ამჯერად, მათ განახორციელეს საინტერესო გასვლითი პროექტი.​

სკოლის კიდევ ერთი დიდი და წარმატებული პროექტის შესახებ ინფორმაციას პედაგოგი კატერინე ორბელაძე გვიზიარებს. 

ორენოვანი გასვლითი პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მინახულეს:

1.აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია;

2. რომანოვების სასახლე;

3. ზარზმის მონასტერი და უხრწნელი ბერი;

4. რაბათის ციხე-ქალაქი;

5. საფარის მონასტერი;

6. სერაფიმ საროველის მონასტერი;

7. მწვანე მონასტერი.

პროექტი მთლიანად ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადდა და განხორციელდა.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი კატერინე ორბელაძე გვეუბნება, პროექტის ფარგლებში:

• ბავშვებმა განავითარეს პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და უცხოურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარები;

• ​პრაქტიკაში გამოიყენეს მიღებული თეორიული ცოდნა და, რაც მთავარია, კიდევ უფრო შეიყვარეს მეცნიერება!

• მოილოცეს და გააცოცხლეს თითოეული ლოკაციის ისტორია, ლეგენდა თუ რეალობა.

​„ამაყები ვართ ჩვენი ბავშვების მონდომებით, ინტერესითა და იმ შედეგით, რაც ამ პროექტმა მოგვცა. სამყარო დიდია, მაგრამ ჩვენი მოსწავლეების მიზნები კიდევ უფრო დიდია!

​ეს იყო დღე, რომელიც კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ და რაც მთავარია – ენის ბარიერი კიდევ ერთხელ წარმატებით გადაილახა!

გვერდით დგომისა და პროექტის რეალიზებაში დახმარებისთვის, უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო დამრიგებელს - მარინა კაპანაძეს და მშობლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო“,- აღნიშნავეს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება