| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლეებმა ზარ-ზეიმით აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მესამე კლასებში გამართული ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი და პატრიოტული სულისკვეთებით წარიმართა.
ქართული ენის (როგორც მეორე ენის) მასწავლებელ კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა პატრიოტული ლექსებითა და ემოციური გამოსვლებით გამოხატეს პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ღონისძიების კულმინაცია იყო მოსწავლეების მიერ დადებული ფიცი - ისინი პირობას დებენ, რომ იქნებიან ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეები. განსაკუთრებით სიმბოლური იყო ბავშვების ვიზუალური მხარე - მათ სახეზე დახატული საქართველოს დროშა და ხელებზე გამოსახული გული ატარებდა მესიჯს, რომ სამშობლოს სიყვარულს ეროვნება არ გააჩნია.
„ჩვენი მიზანია, ბავშვებს გავუღვივოთ განცდა, რომ საქართველო არის საერთო სახლი, სადაც თითოეული მოქალაქე აშენებს ქვეყნის უკეთეს მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანია - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა
პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას