| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი ნამდვილ სასამართლო დარბაზად იქცა. მეათეკლასელებმა წარმოადგინეს იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი.
მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულების, ადვოკატებისა და პროკურორების როლები. დარბაზში ნამდვილი სამართლებრივი ბრძოლა გაჩაღდა - მხარეები ერთმანეთს მწვავე კითხვებით, ლოგიკური არგუმენტებითა და „პროტესტით“ უპირისპირდებოდნენ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოწმეების როლების შესრულება, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა მხარის პოზიციების დამაჯერებლად გაცოცხლება და დარბაზში ნამდვილი სასამართლო ატმოსფეროს შექმნა.
აღსანიშნავია, რომ პროცესმა უფრო ფართო მასშტაბი მიიღო და გასცდა ერთი სკოლის ფარგლებს - ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის შემადგენლობაში პირველი საჯარო სკოლიდან მიწვეული 4 ნაფიცი მსაჯულიც მონაწილეობდა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და ობიექტური გახადა გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა მხედველობაში მიიღეს წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამამართლებელი ვერდიქტი (10 ხმა 2–ის წინააღმდეგ) გამოიტანეს - პროცესში დაცვის მხარემ გაიმარჯვა.
იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მასწავლებლები მოსწავლეები და მშობლები. პროექტმა დამსწრე საზოგადოების საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
„ასეთმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის დემოკრატიული ღირებულებების, სამართლიანობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პრაქტიკაში გააზრება.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილესა და სტუმარს ასეთი პროფესიული და ემოციური შესრულებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათია ნამიჭეიშვილი, Xა კლასის ხელმძღვანელი მაია რობაქიძე და Xგ კლასის ხელმძღვანელი ელეონორა ფხაკაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა