| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილებასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად აღინიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე.
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ. სწორედ ამ მიზნით, ბახვის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს „ჭკვიანი ბოცოს თავგადასავალი“, იმსჯელეს რა ზიანს აყენებს დაბინძურებული გარემო ცოცხალ ორგანიზმს, შექმნეს პლაკატები, სეპარირების პრინციპის გააზრების მიზნით, კი ითამაშეს - „სად ჩავაგდოთ?“.
გარემოზე ზრუნვა კი სკოლის ეზოდან დაიწყეს. სასწავლო დღის დასასრულს მე-2 კლასელებმა მასწავლებელთან ერთად შეგროვეს ნარჩენები და მოათავსეს ურნაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა