| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იანეულის საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებასა და მათში გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებაზე. სკოლის პრიორიტეტი არა მხოლოდ აკადემიური განათლება, არამედ ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც თითოეული მოსწავლე გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.
ამ მიზნით, სკოლაში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები, ახლახან კი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლიზი კალანდაძის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო ვიქტორინა რელიგიურ თემასთან დაკავშირებით.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა. მათ გამოავლინეს საგნის ღრმა ცოდნა, კრიტიკული აზროვნებისა და სწრაფი რეაგირების უნარი. აქტივობას კი უძღვებოდა წამყვანი - ნინო ცინცაძე, რომელმაც შეძლო დარბაზში საოცარი სააზროვნო და იმავდროულად მეგობრული ატმოსფეროს შექმნა.
ვიქტორინა საკმაოდ კონკურენტულ გარემოში წარიმართა. კომპეტენტური ჟიურის მიერ, ქულების დათვლისა და მკაცრი შეფასების შედეგად, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „იმედი“, რომელსაც კაპიტანი, ანასტასია თავდგირიძე მეთაურობდა. გუნდმა „იმედმა“ სამაგალითო ერთსულოვნება და მაღალი ინტელექტუალური მომზადება აჩვენა.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ლიზი კალანდაძემ გამარჯვებულ გუნდს საზეიმო ვითარებაში გადასცა სიმბოლური საჩუქრები.
იანეულის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ლიზი კალანდაძეს, ულოცავს გამარჯვებულებს და ყველა მოსწავლეს უსურვებს წარმატებებს ცხოვრების ყველა ეტაპზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა