სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის „ეკოლიდერების“ აქტიური გარემოსდაცვითი საქმიანობა
05-06-2026
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „ეკოლიდერები“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

დღეს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს კლუბმა სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები საინტერესოდ შეაჯამა. 

„გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი ჩაბმა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში. წლების განმავლობაში ეს დღე სხვადასხვა თემატიკას ატარებდა, ამით იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას და ზრდიდა ცნობიერებას მოსახლეობაში. 2026 წლის მთავარი თემა: კლიმატის ცვლილება და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. 2026 წლის ოფიციალური სლოგანი: „ბუნებით შთააგონებული. კლიმატისთვის. ჩვენი მომავლისთვის“.

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის „ეკოლიდერებისათვის“ გარემოს დაცვა პრიორიტეტული თემაა, რაც იმით დასტურდება, რომ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში კლუბის წევრებმა ლამზირა მასწავლებლის ხელმძღვანელობით არაერთი აქტივობა განახორციელეს, რომლის მოკლე კოლაჟი ამ ვიდეოშიცაა წარმოდგენილი.

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა გილოცავთ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას გისურვებთ!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ეკოკლუბის განხორციელებული აქტივობების ამსახველ ვიდეორგოლს გვიზიარებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება