სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარსულის მეხსიერება - ხიდი მომავლისაკენ“ - ქუთაისის №4 სკოლაში ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს შიდასასკოლო კონფერენცია მიეძღვნა 
04-06-2026
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლის ფრანგული და ქართული ენების პედაგოგთა ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა შიდასასკოლო კონფერენცია თემაზე - „წარსულის მეხსიერება - ხიდი მომავლისაკენ“, რომელიც ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებს მიეძღვნა.

ღონისძიება ორენოვან ფორმატში ჩატარდა, რამაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა და მრავალფეროვნება შესძინა. კონფერენციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი მოწვეული სტუმრის - ნუგზარ კუჭუხიძის მონაწილეობა იყო, რომელმაც შეხვედრას დამატებითი საინფორმაციო და საგანმანათლებლო დატვირთვა შესძინა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უფროსკლასელები, რომლებმაც მსმენელებს საკუთარი კვლევისა და მუშაობის შედეგად მომზადებული საინტერესო მასალები წარუდგინეს. ქართულ და ფრანგულ ენებზე წარმოდგენილი ისტორიული ფაქტები და მნიშვნელოვანი მოვლენები ერთმანეთს ჰარმონიულად ენაცვლებოდა, რაც აუდიტორიას ორივე ქვეყნის კულტურული და ისტორიული კავშირების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევდა.

კონფერენციის დასასრულს სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ, მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა და მათ აქტიურობისა და შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - დარეჯან კვიმსაძისა და დარეჯან გიგიაძის, ფრანგული ენის პედაგოგ მანანა ნაროუშვილის, ხელოვნების პედაგოგ ვერა ლომიძის მიმართ, რომლებმაც ღონისძიების ორგანიზებასა და წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები მოსწავლეებში კვლევითი უნარების, კულტურათაშორისი დიალოგისა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობის გააზრებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება